LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

199
ლევან ხაბეიშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა გაიმარჯვა.

არანაირი მეორე ტური არ იქნება, დასაკარგი დრო “ნაციონალურ მოძრაობას” არ აქვს – ლევან ხაბეიშვილი

აღნიშნულის შესახებ ცოტა ხნის წინ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.

ლევან ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა.

თავმჯდომარეობის კიდევ ერთმა კანდიდატმა – ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.

კობა ნაყოფიას განცხადებით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.

ხმები კი ასე გადანაწილდა: 

ლევან ხაბეიშვილი – 21 656 ხმა;

ნიკა მელია – 16 476;

ნონა მამულაშვილი – 1 537;

გიორგი მუმლაძე – 1 516.

შეგახსენებთ, ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნები 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდებოდა.

პარტიის თავმჯდომარის არჩევნებში ოთხი კანდიდატი მონაწილეობდა: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე.

ნაყოფია: ბოლო მონაცემებით, “ნაციონალური მოძრაობის” არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 38 635-მა ადამიანმა

ნიკა მელია: ამომრჩევლები, რომლებსაც ხმის მიცემის დროს ტექნიკური შეფერხება ჰქონდათ, 19:00 საათიდან მიიღებენ ახალ სმს გზავნილებს განახლებული კოდებით

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები