LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

211
Untitled design

პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი „პალიტრანიუსთან“ საუბრისას აცხადებს, რომ „ლევან ხაბეიშვილი ხელისუფლების ფავორიტი იყო და მისი თავმჯდომარედ გაყვანა მოახერხეს“. ის ასევე აცხადებს, რომ „ყველაზე მყვირალა, სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა“.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ელექტორალური თვალსაზრისით გაყოფილია.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

„არჩევნები როგორც არ უნდა დასრულებულიყო ელექტორალური თვალსაზრისით, პარტიაში პრობლემა უკვე არის. ამ თვალსაზრისით, პარტია უკვე გაიყო. შეიძლება ფორმალურად პარტიის გახლეჩა არ დაფიქსირდეს, მაგრამ დაპირისპირება იმდენად მწვავე ხასიათს ატარებს, რომ ელექტორალურად ის უკვე გაყოფილია.

ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“

რაც შეეხება პერსპექტივას – ეს არის ის სცენარი, რომელიც ხელისუფლების ინტერესებშია, რადგან ხელისუფლებამ მთელი ამ 10 წლის განმავლობაში ითამაშა „ნაციონალური მოძრაობის“ რადიკალიზმზე, დაპირისპირებაზე, მტრის ხატის ხატვაზე და რეალურად მივიღეთ სურათი, როდესაც ყველაზე მყვირალა და სინამდვილეში არაფრის გამკეთებელმა, ყველაზე რადიკალურმა ფრთამ გაიმარჯვა, რაც ხელისუფლების ინტერესებშია, ანუ ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და როგორც ჩანს, მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა.

რაც შეეხება სახელმწიფოებრივი პოლიტიკის თვალსაზრისით, ეს პროცესი რაც ხდება, სასარგებლოა, რადგან „ნაციონალური მოძრაობის“ წარმოდგენა, როგორც ბოროტების ღერძად, მეორე პოლუსად ხელისუფლებას გაუჭირდება, საკმაოდ დასუსტდა ეს არგუმენტი. ელექტორალური გაყოფა გამოიწვევს იმას, რომ ორპოლუსიანობის ფორმირება ხელისუფლებას სამომავლოდ გაუჭირდება და ეს კიდევ მულტიპარტიული დემოკრატიის დამკვიდრების თვალსაზრისით, საქართველოსთვის, ჩემი აზრით, კარგია“, – განაცხადა ხუხაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g