ბლოკჩეინ-სისტემით მიმდინარე ორდღიანი არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ვინაობა ცნობილია – ლევან ხაბეიშვილმა 21 656 ხმით გაიმარჯვა.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
არჩევნებში მონაწილეობა სულ 41 264 პირმა მიიღო, დანარჩენ კანდიდატებზე ხმები ასე გადანაწილდა:
- ნიკა მელია – 16 476;
- ნონა მამულაშვილი – 1 537;
- გიორგი მუმლაძე – 1 516.
არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვებას „ქართულ ოცნებაში“ ეხმიანებიან.
უმრავლესობაში ფიქრობენ, რომ ლევან ხაბეიშვილი პარტიას მეტ დესტრუქციას მოუტანს და მისი თავმჯდომარედ არჩევა „ნაციონალური მოძრაობისთვის“ დასასრულის წინ წასული ფაზაა“.
„ლევან ხაბეიშვილი გულწრფელად მემეტებოდა „ნაციონალური მოძრაობისთვის”. „ნაციონალურმა მოძრაობამ” მოუგო საკუთარ თავს, ახლა ვნახოთ, ალბათ „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცვამს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის.
ვნახოთ, შემდეგი რა სახალისო შემოთავაზება იქნება მისგან. ეს სახეები არიან დისკრედიტირებულები. მათ მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციის ჟინი აქვთ, რაც წარუმატებელი იქნება ქვეყანაში. მათ ექნებათ ამის მცდელობა, მაგრამ შედეგი მათთვის სასურველი ვერ დადგება“, – აცხადებს უმრავლესობის წევრი, „ხალხის ძალის“ წარმომადგენელი დიმიტრი ხუნდაძე.
„ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ენმ-ის თავმჯდომარე მისი ფავორიტი გახდა:
„ჩემი ფავორიტი გახდა თავმჯდომარე, „ხაბე“ თავმჯდომარეა, მასხარ, გილოცავ! მეტი რა კომენტარი უნდა გავაკეთო, მთავარ ოპოზიციურ პარტიას ხელმძღვანელობს ჩემი “ხაბე”, მე მგონი, ამით ყველაფერი ნათქვამია ამ პარტიაზე, მის სტრატეგიაზე, ტაქტიკაზე, მის შესაძლებლობებზე.
„ხაბე“ არის სიმბოლო „ნაცების“ – მორჩა! ერთი მინდა ვთხოვო, ახლა პარლამენტიდან გასვლები და ასეთები არ უნდა იყოს. მიეცა შესაძლებლობა, გახდა თავმჯდომარე და ახლა ჩვენ, როგორც საკრებულოს ძველმა გვარდიამ ყველას უნდა ვაჩვენოთ, მუშაობა როგორ უნდა. პარლამენტიდან გაქცევები, გიჟი ჯაფარას აყოლა, გადავკეტოთ, გადმოვკეტოთ, ეს მცდელობა ბევრჯერ ჰქონდათ, არაფერი გამოუვიდათ, ვერც ხალხი ვერ აიყოლიეს“, – აცხადებს ზარქუა.
გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა
მიხეილ სარჯველაძე: „ლევან ხაბეიშვილი გახდა პარტიის თავმჯდომარე, რას შეცვლის და რას მოუტანს? ალბათ, იმას, რითაც იყო წარდგენილი წინასაარჩევნო მიმართულებით – მეტ დესტრუქციას, მეტ შეცდომას. ფაქტია, მიმართულება, რაც არჩეული ჰქონდათ წინასაარჩევნოდ ამ დაპირისპირებულ ჯგუფებს, რომ მეტი დესტრუქცია გაეჩინათ და ის ქვეყნისთვის და საზოგადოებისთვის შეეთავაზებინათ, ეს ხაზი იქნება შემდგომი მიმართულება, რაც მთლიანად საზოგადოებამ შეაფასა, როგორც შეცდომა..
ეს არ მგონია, რაიმე წარმატების მომტანი იყოს პარტიისთვის, უფრო მეტად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის დასასრულის დასაწყისი, ვიტყოდი ამ პარტიის დასასრულის წინ წასული ფაზა“, – აღნიშნავს სარჯველაძე.
რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე
ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“