LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნიკა მელია: არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ღირსებით და სიმართლით ემართოს

155
Untitled design (1)

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილს ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა

როგორც ნიკა მელია აღნიშნავს, ის ხაბეიშვილს უსურვებს, რომ „პარტია ღირსებითა და სიმართლით ემართოს“.

„დასრულდა არჩევნები „ნაციონალურ მოძრაობაში“, პარტიაში, რომელსაც ქვეყნის მართვის და ამავე დროს, მშვიდობიანად ხელისუფლების გადაბარების გამოცდილება აქვს. ეს ტრადიცია ამ პარტიამ შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ არჩევნებში ძნელია ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო გამომდინარე იქიდან, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი სახელმწიფო.

ქვეყანას ჰყავს პოლიტიკური პატიმრები: მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია, ამჟამინდელი ხელისუფლების პირობებში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსი ძალიან მყარად იცვლება რუსეთის ორბიტისკენ, სწორედ ამ ფაქტორებიდან გამომდინარე, ძნელია, რომ ამ არჩევნებში ვინმეს გამარჯვებული ან დამარცხებული უწოდო.

დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ ყველა ერთად გავიმარჯვებთ, ქართული საზოგადოება გაიმარჯვებს, ქართული სახელმწიფო გაიმარჯვებს, მისი მომავალი იქნება ნათელი და დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყანაში ძალიან ბევრი ემიგრანტი დაბრუნდება და მოსახლეობის დაცლის ის ტენდენცია, რომელიც ახლა გრძელდება, შეჩერდება.

მიუხედავად ამ ყველაფრისა, არჩევნები შედგა, არჩევნებს ჰყავს თავისი კონკრეტული გამარჯვებული, მას ვულოცავ. ამ შედეგს ვულოცავ კონკრეტულად ლევან ხაბეიშვილს, ვუსურვებ მას ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანს, ვუსურვებ, პარტია ღირსებით და სიმართლით ემართოს. მინდა იმედი ვიქონიო, რომ ის ამას მოახერხებს“, – განაცხადა მელიამ.

შეგახსენებთ, ბლოკჩეინ-სისტემით მიმდინარე ორდღიანი არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან 21 656 ხმით გაიმარჯვა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ აქ:

„მასხარ, გილოცავ!“, „ახლა, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცვამს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის“ – „ოცნება“ ენმ-ის ახალ თავმჯდომარეზე

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა.. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“ – ჩერგოლეიშვილი არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვებას ეხმიანება

„ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე..“ – როგორ ეხმაურებიან თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხაბეიშვილის გამარჯვებას

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“

რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები