LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მივიღებ გადაწყვეტილებას“ – რჩება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალურ მოძრაობაში“

189
ნიკა მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, პარტიის ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ ენმ-ში რჩება.

ნიკა მელია: არჩევნები შედგა, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს და ვუსურვებ, პარტია ღირსებით და სიმართლით ემართოს

როგორც მელია აღნიშნავს, არავის უნდა შეეპაროს ეჭვი, რომ ის ამ ბრძოლაში რჩება:

„ვრჩები ბრძოლაში, რომელსაც შემოვუერთდი 2013 წლიდან და რა თქმა უნდა, ამ ბრძოლის ავანგარდში ვიქნები „ნაციონალური მოძრაობის“ იმ ათასობით უღალატო მხარდამჭერთან ერთად, რომელიც ჩემთვის გაცილებით უფრო ძვირფასია, როგორც თანამებრძოლი, გაცილებით უფრო ძვირფასია, როგორც პარტიის წევრები, მხარდამჭერები, ამომრჩევლები, ვიდრე თუნდაც მეგობრები.

ჩემთვის ამ ბრძოლაში თანამებრძოლობა გაცილებით აღმატებული ხარისხის ურთიერთობაა, ვიდრე ბავშვობის მეგობრები. ამიტომ მადლობა ყველას, ვინც ამ პროცესში მონაწილეობა მიიღო, განსაკუთრებული მადლობა ყველა უღალატო ადამიანს, რომელიც შეასრულებს ძალიან დიდ როლს ამ ქვეყნის განვითარების პროცესში.

ამ ბრძოლაში, მე გააზრებულად შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წლიდან და ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა და შესრულებაც მე მსურდა 2013 წლიდან, ჯერ კიდევ მიუღწეველია და მე მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში მე ვრჩები ბრძოლაში, მე ვრჩები პარტიაში, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა.

ამის შემდეგ მე ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში, თუმცა ბრძოლაში არათუ ვიქნები ჩართული, არამედ კიდევ უფრო მეტი ენერგიით, მოტივაციით ვიქნები „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ ბრძოლის ავანგარდში. ამაში ეჭვი არავის შეეპაროს. ეს ასე იყო ყოველთვის, ასე არის და ასე იქნება“, – აცხადებს ნიკა მელია.

შეგახსენებთ, ბლოკჩეინ-სისტემით მიმდინარე ორდღიანი არჩევნების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან 21 656 ხმით გაიმარჯვა.

ამავე თემაზე ვრცლად წაიკითხავთ:

„მასხარ, გილოცავ!“, „ახლა, ალბათ, „ხაბე“ „ხებეებს“ ჩააცვამს საკუთარ ამომრჩეველს და მოამზადებს რევოლუციისთვის“ – „ოცნება“ ენმ-ის ახალ თავმჯდომარეზე

„ქურქუმალ ვაიტმა გაიმარჯვა.. კეზერას ჯუჯალარებო ყველა პარტიიდან – შეერთდით“ – ჩერგოლეიშვილი არჩევნებში ხაბეიშვილის გამარჯვებას ეხმიანება

„ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე..“ – როგორ ეხმაურებიან თავმჯდომარეობის სხვა კანდიდატები ხაბეიშვილის გამარჯვებას

გია ხუხაშვილი: ხელისუფლების ფავორიტი იყო ხაბეიშვილი და მოახერხეს თავმჯდომარედ მისი გაყვანა

ხვიჩია ენმ-ის წევრებს მიმართავს: „მოვუწოდებ, დაინახონ, რომ არჩევნები გაყალბდა და დატოვონ პარტია“

რა ქონებას ფლობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალი თავმჯდომარე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები