LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მიშელ ობამა დემნა გვასალიას 4 000 დოლარიანი ჩექმით და ყვითელი კაბით გამოჩნდა

obama

მიშელ ობამა ბალენსიაგას” 4 000 დოლარიანი ჩექმით გამოჩნდა. ყოფილი პირველი ლედი სარა ჯესიკა პარკერს გადაცემაში ეწვია და მის წიგნზე ისაუბრა. როგორც ჩანს, მიშელმა გადაწყვიტა, ტურის დასკვნითი საღამო ძალიან მოდური და ეფექტური გამოსულიყო და ეს გამოუვიდა კიდეც.

ობამამ ბალენსიაგას” ბრჭყვიალა ჩექმა და ყვითელი კაბა შეარჩია. აღნიშნული კაბა 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდანაა და დემნა გვასალიას მორიგ შედევრად ითვლება. თუმცა, მთავარი ყურადღება მაინც ჩექმამ მიიპყრო. გადაცემა დასრულებულიც არ იყო, რომ დემნას ბრჭყვიალა ქმნილებას მთელი სოც-ქსელი განიხილავდა. მთლიანობაში ყოფილი პირველი ლედის ჩაცმულობამ დადებითი შეფასებები დაიმსახურა. რაც შეეხება მის წიგნს, ის დიდი პოპულარობით სარგებლობს და გამოსვლიდან პირველივე დღეს 725 000 ეგზემპლარი გაიყიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები