LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მითხრეს რომ ვერ შემხვდებოდნენ, რადგან მათი შვილის ორმოცია – გაფრთხილება ლურჯი ვეშაპის შესახებ!”

1122

ნანა ბერძენიშვილი, რომლის 13 წლის შვილიც საცხოვრებელი კორპუსიდან გადახტა, მოსახლეობას “ლურჯი ვეშაპის” შესახებ კიდევ ერთხელ აფრთხილებს.

როგორც ის სოციალურ ქსელში წერს, დაუკავშირდა ოჯახი, რომელსაც ლურჯი ვეშაპის შესახებ ჰქონდა კითხვები, თუმცა მათთან შეხვედრა ვერ მოასწრო, რადგან შვილი გარდაეცვალათ.

ნანა ბერძენიშვილი ამბობს, რომ ამ თამაშის მენტორები უკვე ქართულად საუბრობენ და ის ფართო მასშტაბებს იღებს.

“გაფრთხილება ლურჯი ვეშაპის შესახებ!!!!!

დამიკავშირდნენ და მთხოვეს რომ დავლაპარაკებოდი ერთ ოჯახს რომელსაც შეკითხვები ქონდა ლურჯ ვეშაპთან მიმართებაში. დავრეკე… ვესაუბრე მშობლებს და შევთავაზე შეხვედრა. მითხრეს რომ ვერ შემხვდებოდნენ რადგან 29 ში მათი შვილის 40ია. ყველამ მინდა კარგად გაიაზროთ რას ნიშნავს როცა მშობელი ამ ფრაზას წარმოთქვამს…. მე ვიცი… და კიდევ ბევრმა ოჯახმა იცის…..

ამას ვწერ იმისთვის რომ არ მოდუნდეთ!!! თამაში იღებს ფართო მაშტაბებს. უამრავი ადამიანი მიკავშირდება. თამაში რეალურია. მენტორები ქართულად მოსაუბრე ხალხი.

გთხოვთ ყურადღება არ მოადუნოთ და კიდევ ერთხელ აუხსენით ბავშვებს რომ არ უნდა ეშინოდეთ.

ყველზე ხშირად ბავშვები სწორედ შიშის გამო ნებდებიან თამაშს…”, – წერს ნანა ბერძენიშვილი.

ის ასევე  აღწერს, იმ პროცესს, თუ როგორ იწყებენ ბავშვები ლურჯი ვეშაპის თამაშს.

“როგორ წესი ბავშვი თავის სოც ქსელში წერს #ლურჯივეშაპი და ამ ეგრეთ წოდებული ჰეშტეგით მას პოულობენ. მაგრამ შესაძლოა ასევე შემთხვევითი პრინციპით უგზავნიან თამაშის შესახებ ინფორმაციას.

როგორ ესაუბრებიან ბავშვებს – სხვადასხვა სოც. ქსელებს და აპლიკაციებს იყენებენ. მესენჯერი. ვაიბერი. ვოტსაპი, სკაიპი და სხვა თუკი რაიმე კომუნიკაციის არხი არსებობს.

როგორ დავიცვათ ბავშვი – აუცილებლად გააფრთხილეთ და ესაუბრეთ. უთხარით რომ არ უნდა ეშინოდეს მათი მუქარების, რადგან ყველა ინფორმაციას ბავშვის, მისი ოჯახის და მეგობრების შესახებ მოიპოვებენ სოც ქსელებიდან, ბავშვებს კი ისინი ყოვლისშემძლენი ჰგონიათ.

და ბოლოს – არ იფიქროთ რომ ეს თქვენ შვილს არ დაემართება. არ მოდუნდეთ, იცოდეთ ნებისმიერი ბავშვი შეიძლება გახდეს სამიზნე” – წერს ბერძენიშვილი.

ნახეთ “ფორტუნას” თემები საშიშ ინტერნეტთამაშებზე:

“ცეცხლი აინთო, თამაში დაიწყო!” – როგორ მივხვდეთ, თუ ბავშვი “სიკვდილის თამაშით” ერთობა

“თუ ამ სურათით თქვენთან დაკავშირება სცადეს, არ უპასუხოთ” – მოზარდებში თვითმკვლელობების გაზრდის მიზეზი თუ “მომოს” მითი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g