LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

MITSUBISHI და TOSHIBA საქართველოში საწარმოების გახსნას გეგმავენ

125
collage

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია იაპონური კორპორაციის Mitsubishi Motors – ის აღმასრულებელ დირექტორს ტრევორ მანს შეხვდა, რომელიც იაპონიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძისა და სამთავრობო დელეგაციის ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

შეხვედრაზე განხილული იყო საქართველოს საინვესტიციო და ბიზნესგარემო, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები. აღინიშნა ის უპირატესობები, რომელიც საქართველოს აქვს ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. მათ შორის, დასახელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გეოგრაფიული მდებარეობა ევროპისა და აზიის რეგიონს შორის, აგრეთვე ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის მიმართულებით. ქართულმა მხარემ შესთავაზა იაპონურ საავტომობილო კორპორაციას საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება, ასევე რეგიონული ლოგისტიკური და სათაო ოფისის გახსნა.

შედეგად, Mitsubishi Motors – ის აღმასრულებელმა დირექტორმა ტრევორ მანმა მზადყოფნა გამოთქვა, შეისწავლოს საქართველოს მხარის შეთავაზება და ჩაატაროს კვლევა, რომლითაც განისაზღვრება იაპონური კორპორაციის სამომავლო გეგმები საქართველოს ბაზარზე.

კიდევ ერთი შეხვედრა კი მსოფლიოში აღიარებულ ბრენდთან, „ტოშიბასთან“ გაიმართა. გიორგი ქობულიამტოშიბა“ – საქართველოში წარმოების გახსნა და რეგიონული ოფისის ამოქმედება შესთავაზა.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ იაპონური კორპორაციის უფროს მმართველ დირექტორს სატოჩი ცუნაკავას  საქართველოში არსებული საინვესტიციო შესაძლებლობები და ლიბერალური საგადასახადო კანონმდებლობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. აღინიშნა ის უპირატესობები ინვესტიციების მოზიდვის კუთხით, რომლებიც საქართველოს აქვს ევროკავშირთან, დსთ-ს სახელმწიფოებთან, ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების, აგრეთვე ბიზნეს-მეგობრული კანონმდებლობის სახით.

ყურადღება გამახვილდა ქვეყნის გაუმჯობესებულ რეიტინგებზე, რომლებშიც დადებითად არის შეფასებული საქართველოს ეკონომიკური ტენდენციები, მიმდინარე და დაგეგმილი რეფორმები.

ქართულმა მხარემ „ტოშიბა“ – ს პროდუქციის საქართველოში წარმოება, რეგიონული ლოგისტიკური ცენტრის გახსნა და რეგიონული სათაო ოფისის ამოქმედება შესთავაზა. იაპონური კორპორაციის ხელმძღვანელი დაინტერესდა აღნიშნული შეთავაზებით და აღნიშნა, რომ მასზე დაყრდნობით მოკვლევას განახორციელებს.

შეხვედრაზე „ტოშიბა“ – ს მხარემ გამოთქვა დაინტერესება საქართველოში ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე პროექტების შესახებ. აღსანიშნავია, რომ იაპონური კორპორაცია მსოფლიოში ენერგოტურბინების ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელია. ამდენად, „ტოშიბაგეგმავს, საქართველოს ბაზარი ამ მიმართულებითაც შეისწავლოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები