LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივხედოთ მსოფლიო ოკეანეს: მოცურავეებმა აუზი ნარჩენებით აავსეს და ისე გამოვიდნენ (ვიდეო)

172
2556569-53030090-2560-1440

სინქრონისტები აუზში ნაგავთან ერთად გამოვიდნენ, რათა მსოფლიო ოკეანის დაბინძურებაზე ყურადღება მიეპყროთ.

აქცია ბრიტანელმა მოცურავეებმა გამართეს.

BBC-მ აცნობა, რომ ქეით შოტმენმა და იზაბელ ტორპმა ბრისტოლიდან აუზი პლასტიკური ნარჩენებით აავსეს და ამით ეკოლოგიურ პრობლემაზე გაამახვილეს ყურადღება. ისინი პროგრამის შესრულებისას გვერდს უვლიდნენ ბოთლებს, ჰიგიენის ნივთებს და კონტეინერებს.

პლასტიკურ ნარჩენებს ხალხი ოკეანეში ყრის და ზღვის ბინადრებისთვის სერიოზულ პრობლემებს ქმნიან.

ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეში დაახლოებით 8 მილიონი ტონა პლასტიკა ხვდება.