LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მივმართავ იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია: ლუდმილა დენისოვა

140
ლუდმილა დენისოვა

„მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია“, – ამის შესახებ განცხადებას უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა „ფეისბუკზე“ წერს.

მისი განმარტებით, მიხეილ სააკაშვილს აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ციხის პირობებში ვერ იკურნება. ამიტომ მიხეილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება.

„მას აქვს პოსტტრავმული სტრესული აშლილობა და დეპრესია, რომელიც ციხის პირობებში ვერ იკურნება. ამიტომ მიხეილის ჯანმრთელობა მუდმივად უარესდება. ასევე ექიმთა კონსილიუმმა გამოსცადა, რომ მკურნალობის მეთოდოლოგიაში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია დაჟინებით მოითხოვდა. სააკაშვილი ძირითადად მხოლოდ სამედიცინო თერაპიას იღებს ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის გარეშე. ამიტომ მივმართავ საქართველოს იუსტიციის მინისტრს, უზრუნველყოს უკრაინის მოქალაქის მიხეილ სააკაშვილის კვალიფიციური ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაცია. ვთხოვ ქვეყნებს და საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებს, მკაცრად დაგმონ ქართველი თანამდებობის პირების ქმედებები, რომლებიც არღვევენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების უფლებებს“, – წერს დენისოვა სოციალურ ქსელში.

პოპულალურები