საქართველოში “ათასი მშობლის მარშის” ფარგლებში დაგეგმილი აქცია დაიწყო. ამ წუთებში მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან მთავრობის ადმინისტრაციის მიმართულებით იმართება.
ორგანიზაცია საფარის ხელმძღვანელის, ბაია პატარაიას თქმით, ეს არის ძალადობის წინააღმდეგ ქალთა მოძრაობის 100-დღიანი კამპანიის ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება.
“გვსურს, რომ ხელისუფლებამ ყურადღება მიაქციოს იმ უმძიმეს დანაშაული ბავშვების წინააღმდეგ, რომელიც არის დაფარული, ტაბუირებული. გვჭირდება რეფორმები, ვითხოვთ საკანონმდებლო ცვლილებებს”,-განაცხადა ბაია პატარაიამ.
“ათასი მშობლის მარში” 100 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 10 დიდ ქალაქში ერთდროულად გაიმართება.
აქციის მონაწილეებს 5 ძირითადი მოთხოვნა აქვთ.
- შეიცვალოს სისხლის სამართლის კოდექსში გაუპატიურების მუხლი, რითიც თანხმობის არარსებობა გახდება ცენტრალური ამოსავალი;
- შექმენით პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც სექსუალური ძალადობის საქმეებს ეფექტიანად გამოიძიებს;
- გახდეს სქესობრივი განათლება ფორმალური განათლების ნაწილი, რითიც ბავშები შეძლებენ სქესობრივი ძალადობის ამოცნობასა და მისგან თავის დაცვას;
- გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;
- დადგეს გარდაცვლილი 14 წლის გოგოს საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობის გამო.