LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის… შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება” – ტრენერთა ასოციაცია

206
ტრენერები

“ტრენერთა ასოციაცია” “ხალხის ძალის” მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტის განხილვის პერიოდში ტრენერებს და პარტნიორ ორგანიზაციებს მოუწოდებს, შეწყვიტონ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება. ამასთან დაკავშირებით, ასოციაცია “ფეისბუქის” ოფიციალურ გვერდზე წერს.

“ძვირფასო კოლეგებო, მივმართავთ უკიდურეს ფორმას საქართველოს მომავლისთვის, ადამიანებისთვის რომელიც ჩვენი მთავარი ღირებულებაა… გთხოვთ, თითოეულ ტრენერს, თითოეულ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციას – სანამ განიხილება რუსული კანონის აქტიურად მიღების პროცესი, შევწყვიტოთ საჯარო სექტორისთვის სატრენინგო სერვისის მიწოდება.

ჩვენ ყველამ ერთად ხიდები ავაშენეთ ორმხრივად საჯარო სექტორთან. ჩვენ პარტნიორ ორგანიზაციებს – მეგობრებს შორის არაერთი მათგანია. კოლეგებო, ეს არის დროებითი პროცესი, რომელიც მიმართულია კონკრეტულად – რუსული კანონის შესაჩერებლად.
ტრენერები ვავითარებთ ადამიანებს, ვემსახურებით სამშობლოს და ვცნობთ საქართველოს მთლიანობას ევროპულ ინტეგრაციაში” – აღნიშნულია ტრენერთა ასოციაციის განცხადებაში.

 

ამავე თემაზე:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

რატი ამაღლობელი: „ივანიშვილი ახლა ვაჭრობს მთელი ჩვენი ქვეყნის აწმყოთი და მომავლით.. მისი უმთავრესი აკვიატება ევროპაში კუთვნილი ანგარიშებია.. დავიცვათ ქვეყნის ღირსება“