LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია… რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს” – თემურ ჭყონია

275
თემურ ჭყონია (2)

„ხალხის ძალის“ მიერ უცხოური გავლენის აგენტების შესახებ ინიცირებულ კანონპროექტებს ბიზნესმენი თემურ ჭყონია აფასებს. როგორც ჭყონია BM.GE-სთან საუბრისას აცხადებს, კანონი რუსული სულისკვეთებით არის განმსჭვალული.

„სახელმწიფოში ისეთი პოლარიზაციაა, რომ ერთმა მოქალაქემ ამ კანონს მხოლოდ მეორის ჯიბრზე შეიძლება მხარი დაუჭიროს, რაც იმას ნიშნავს, რომ ეს კანონი, პირველ რიგში, ჩვენი ქვეყნისთვის არ არის მისაღები და მეორე – რა აუცილებელია, რომ ამ კანონს ასეთი ჯიბრიანი, სწრაფი განხილვები, დაძაბული სიტუაცია მოჰყვეს. ვფიქრობ, ეს კანონი რუსული სულისკვეთებით განმსჭვალულია, შეიძლება რაღაც პუნქტები არ ემთხვეოდეს, მაგრამ რუსული სულისკვეთება ბოლშევიზმთან არის დაკავშირებული და ამიტომაც არის ამხელა წინააღმდეგობა. როდესაც საუბრობენ, რომ ეს ამერიკული კანონია, ამერიკაში სენატორები ამბობენ, რომ ეს არ არის ამერიკული. ამერიკელი კანონმდებელი იძახიან, რომ ეს არ არის ამერიკული და ჩვენი კანონმდებლები იძახიან, რომ ამერიკულია“, – ამბობს ჭყონია.

„საქართველოს მომავალი მხოლოდ ევროპული შეიძლება იყოს და დაუშვებელია მისი გადახედვა.. მართლები უნდა ვიყოთ საკუთარ თავებთან და ჩვენი შვილების მომავალთან“ – შოთა არველაძე

ბიზნესმენი აცხადებს, რომ კანონი ქვეყანას პოლიტიკურად და ეკონომიკურად არ გააძლიერებს.

„სანამ აზრთა სხვადასხვაობა არ დალაგდება იმ დონეზე, რომ კომფორტულად იგრძნოს საქართველოს მოქალაქემ თავი, მინდა დავაფიქსირო, ჩემი პოზიცია როგორც მოქალაქემ. ყველა მოქალაქეს, ვისაც საღი აზრი აქვს და გადალახავს მლიქვნელობას, იქნება სწორი შემფასებელი, ის სწორად შეაფასებს, რომ კანონი, რომელიც ჩვენ არ მოგვწონს იმ მდგომარეობაში არ უნდა ტარდებოდეს, რომელიც დღეს მსოფლიოშია – როდესაც რუსეთ-უკრაინის ომი მიმდინარეობს, როდესაც რუსეთთან ასე დაპირისპირებულია, ბორდერიზაცია გვაქვს… რუსეთი ჩვენ გვიკეთებს ყველაფერს, რაც მას უნდა და ჩვენ ყველაფერზე ვთანხმდებით, ეს სწორი პოზიცია არ არის. ეს კანონი უნდა შეჩერდეს, დაიწყოს სერიოზული შესწავლა, განხილვა, აზრის ჩამოყალიბება. ეს ის კანონი არ არის, რომელიც ქვეყანას ეკონომიკურად და პოლიტიკურად გააძლიერებს, მით უმეტეს მთელი მსოფლიოს პოლიტიკური ნაწილი გაცილებით კარგად ერკვევიან ამ კანონში, ვიდრე მათი ინიციატორები საქართველოში, ჩვენი კანონმდებლობა უდიდესი პასუხისმგებლობაა ქვეყნის წინაშე და ამ კანონს იღებენ ვიღაცის საწინააღმდეგოდ“, – აცხადებს თემურ ჭყონია.

თემურ ჭყონიას თქმით, ის ამ კანონის მიღებას პირველ რიგში როგორც ქვეყნის მოქალაქე ისე არ ემხრობა, რადგან მისი მიღება ქვეყნის ევროინტეგრაციას დააზარალებს.

„ხალხი, რომელმაც ევროკავშირში უნდა მიგვიღოს, გვეუბნება, რომ ამ კანონით ევროკავშირში არ ვღებულობთ და ჩვენ რას ვპასუხობთ – „არ მღებულობ, ნუ მღებულობ“ – რა უფლებით აქვს თუნდაც 120 ადამიანს პარლამენტში, თუნდაც ოპოზიციას და პოზიციას ერთად შეკრებილთ 3 მილიონი ადამიანის ბედი გადაწყვიტონ? რა უფლება აქვთ გადაწყვიტონ ბედი, რომელიც ევროპას გვაშორებს, ვინ მისცათ ამის უფლება? რადგან ხალხმა აირჩია, იმას კი არ ნიშნავს, გააკეთონ ყველაფერი, რაც მათ სურთ. ისინი იმ გადასახედიდან ხედავენ, რა განათლებაც აქვთ.

მე – თემურ ჭყონია, როგორც მოქალაქე კატეგორიულად ვეწინააღმდეგები ისეთი კანონების მიღებას საქართველოში, რომელიც გზას უკეტავს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციასა და მსოფლიო ინტეგრაციაში. როდესაც მთელი მსოფლიო გეუბნება, რომ ეს კანონი არ მომწონს, ჯიბრი საინტერესო არ არის. ერთმანეთს ეჯიბრებიან, რადგან თავისი აზრის დათმობა არ უნდათ“, – უთხრა BM.GE-ს ჭყონიამ.

წყარო: BM.GE

 

ამავე თემაზე:

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

რატი ამაღლობელი: „ივანიშვილი ახლა ვაჭრობს მთელი ჩვენი ქვეყნის აწმყოთი და მომავლით.. მისი უმთავრესი აკვიატება ევროპაში კუთვნილი ანგარიშებია.. დავიცვათ ქვეყნის ღირსება“

ხაბეიშვილი: ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ კანონი არ გაიტანონ, ხელები არ ჩამოვუშვათ, არ დავნებდეთ!