ოპოზიცია აპირებს ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ , – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტთან შეკრებილ საზოგადოებას.
“ერთ საათში არის ბიუროს სხდომა. ოპოზიცია აპირებს იქაც ფიზიკურად ბრძოლას იმისთვის, რომ ეს კანონი არ გაიტანონ. დანარჩენი არის ქართველ ხალხზე. ჯერი არის თქვენზე. ხელები არ ჩამოვუშვათ. არ დავნებდეთ!”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.
პარლამენტთან ე.წ. უცხოეთის აგენტების შესახებ კანონპროექტების წინააღმდეგ აქცია დილიდან მიმდინარეობს.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, “უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვის ფონზე, საკანონმდებლო ორგანოსთან აქციის მონაწილეებს მიტანილი აქვთ ბანერები, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები და სკანდირებენ:
„არა რუსულ კანონს“, „რუსული ოცნება“, „ვერ გაგვარსუებთ“, მონებო“.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“