იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე, სადაც მოძრაობა „ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტების განხილვა მიმდინარეობს, ხმაურია.
ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პერიოდულად ისმის შეძახილები, „არა რუსულ კანონს“.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა რამდენჯერმე მოუწოდა ოპოზიციის წარმომადგენლებს, წესრიგი დაეცვათ და „ხალხის ძალის“ წევრისთვის, გურამ მაჭარაშვილისთვის მოხსენების წაკითხვის საშუალება მიეცათ.
ამასთან, ანრი ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს უსამშობლო კაცი უწოდა.
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“, – მიმართა ოხანაშვილმა გიორგი ვაშაძეს.
ანრი ოხანაშვილმა მანდატურებს მიმართა, სალომე სამადაშვილი, თამარ კორძაია, ხათუნა სამნიძე, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი ვაშაძე და ანა ნაცვლიშვილი დარბაზიდან გაიყვანონ და წესრიგი უზრუნველყონ.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ტექნიკური შესვენება გამოაცხადა.
კომიტეტზე საკითხის განხილვა ამ დრომდე ვერ ხერხდება.
შეგახსენებთ, კომიტეტის სხდომის პარალელურად პარლამენტის მიმდინარე ტერიტორიაზე აქცია მიმდინარეობს.
ამავე თემაზე:
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“