„ჭერი რომ გაიხსნას და ბინძური მასა თავზე დაგესხათ, დატოვებთ ტრიბუნას?“, – ასე მიმართა პარლამენტის დამოუკიდებელმა დეპუტატმა რომან გოცირიძემ იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე გურამ მაჭარაშვილს მიმართა, რომელიც მომხსენებელია სხდომაზე, რომელზედაც კომიტეტი რუსულ კანონს განიხილავს.
„დაიცალა ოპოზიცია სათითაოდ დარბაზიდან, რამდენი შეკითხვაც დაისვა იმდენი გააძევეთ. ამიტომ პირდაპირ კანონთან დაკავშირებით მინდა დაგისვათ შეკითხვა, რომელიც იურიდიულად გამართული იქნება და ძალიან მოგეწონებათ.
ბატონო გურამ, აი, ეს ჭერი რომ გაიხსნას და იქიდან ერთი ტონა ბინძური მასა რომ გადმოვიდეს და თავზე დაგესხათ, დატოვებთ მაგ ტრიბუნას? ბატონი ანრი რომ არ დატოვებს ვიცი, მაგრამ თქვენ თუ დატოვებთ?“, – ჰკითხა დეპუტატმა რომან გოცირიძემ დეპუტატ გურამ მაჭარაშვილს.
ნაცვლიშვილი მაჭარაშვილს: ამ კანონის მუხლობრივ განხილვაში შესვლა ნიშნავს, ამსჯელოთ საზოგადოება, ტყვიით მოკლას საქართველოს ევროპული პერსპექტივა, გაზით მოწამლოს თუ დანა გამოუსვას კისერში
ნაცვლიშვილმა მაჭარაშვილს კითხვით მიმართა, აცნობიერებს თუ არა, რომ მის მიერ წარმოდგენილი კანონით, ძირს უთხრიან საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იდეასა და პერსპექტივას.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის პროექტის და ასევე, „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.
ოპოზიციონერმა დეპუტატებმა პარლამენტის შენობის ფანჯრიდან ევროკავშირის, ნატოსა და საქართველოს დროშები გადმოფინეს.
აღნიშნულს, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეები შეძახილებითა და ტაშით შეხვდნენ.
აქციის მონაწილეები სკანდირებენ „არა რუსულ კანონს“, „რუსებო“.
ამავე თემაზე:
„უსამშობლო ხარ, უსამშობლო კაცი ხარ“ – ფიზიკური დაპირისპირება იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე
ბოკერია: „ივანიშვილი როგორც ცხოველების ფერმას, ისე ექცევა საკუთარ სამშობლოს“
ხაბეიშვილი: „შეშლილი „პუტინისტები“ არიან.. ამ პუტინისტებს და რუსებს დედა უნდა ვუტიროთ“