ცხვარიჭამიაში 20 წლის მირიან კუკავას მკვლელობის საქმეს ერთი ოქროს მოწმე ჰყავს, ის იუბილარის და ნანუკა არაბულია. მისი ჩვენება “კურიერმა მოიპოვა.

“ისინი ერთმანეთის მიმართულებით იქნევდნენ ხელებს და იგინებოდნენ. ერთ-ერთ მომენტში მათ ერთმანეთს ხელები ჩასჭიდეს, რა დროსაც მე მივვარდი მათთან და დავიწყე გაშველება, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ ორივე მათგანს ვქაჩავდი მაისურზე. ისევ წავიქეცი. მე ამ დროს არ მინახავს რომელიმეს ეჭირა თუ არა ხელში რაიმე საგანი, როდესაც ავდექი, დაახლოებით 5 წამის შემდეგ, დავინახე რომ მირიან კუკავა ეგდო ძირს და დაახლოებით მუცლის არეში იყო დაჭრილი. ჰქონდა ჭრილობა და მოსდიოდა სისხლი. მე დავით ჯიჯეიშვილი ადგილზე აღარ დამინახავს”- წერს იუბილარის და ჩვენებაში.

მკვლელობა ცხვარიჭამიაში 28 ივლისს მოხდა, 20 წლის მირიან კუკავას დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენეს. დაკავებული 8 პირიდან დანაშაულს მხოლოდ მკვლელობაში ბრალდებული დათო ჯიჯეიშვილი აღიარებს.

 

ბელა თაბუაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები