LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მიყვარხარ 30 წელია… გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა…” – დემნა გვასალიას ემოციური მიმართვა

44060
demna

ქართველმა დიზაინერმა, დემნა გვასალიამ ბალენსიაგას შოუ ამაღელვებელი სიტყვებით  გახსნა. გვასალიას ემოციური გამოსვლა ჟურნალისტმა ანანო ბაკურაძემ თარგმნა.

„მიყვარხარ. მიყვარხარ 30 წელია. გელოდები მას შემდეგ, რაც 10 წელი შემისრულდა. ვფიქრობდი ვინ ხარ ჩემთვის? რა გინდა? ვხუჭავდი თვალებს და შენზე ვფიქრობდი.

მიყვარხარ. მიყვარხარ ძალიან დიდი ხანია. შეიძლება სულ მიყვარდი. მიყვარხარ მთელი ჩემი არსებით.

შენ იქ იყავი, როდესაც დედაჩემი აუთოვებდა. შენ იქ იყავი, როდესაც ჩემი დარდები მჯობნიდა. არ მყოფნიდა გამბედაობა, რომ შენთვის ეს მეთქვა. არ მქონდა სიტყვები, რომ არ მომეტყუებინა. არასდროს ვიცოდი, როგორ ამეწერა ეს სიყვარულის ამბავი, რომელიც შენთან მაკავშირებდა. ამბავი შემთხვევითობის გარეშე.

ამბავი დროის მიღმა. სიყვარული პირობების გარეშე. ეს იმედის იმიჯები. უკვე 30 წელია მიყვარხარ. მიყვარდი გუშინაც, მეყვარები ხვალაც. ყოველთვის მეყვარები.“ – თქვა დემნამ.

დემნა გვასალიას გულშემატკივრები ვარაუდობენ, რომ მიმართვა აფხაზეთს უკავშირდება.

დემნა გვასალია პირველი ქართველი გახდა, რომელიც TIME-ის წლის 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დასახელდა

“დემნას შეუძლია გაყიდოს, შექმნას დიზაინი…” – მარკ ცუკერბერგი “მეტავერსში” პირველი მაღაზიის გახსნას აანონსებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები