ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე მოწმეს სახით გამოკითხულ ლუკა გოგავას ჩვენებიდან ცნობილი გახდა, რომ მცხეთაში ანი გაბეჩავას დაბადების დღეზე გიორგის წასვლა იმიტომ უხაროდა, რომ დაბადების დღეზე უნდა ყოფილიყო მარიამ ხატისკაცი, რომელიც მოსწონდა.
ჩვენებიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ წყვილს პრობლემები ჰქონდა, რადგან მარიამს გიორგი აღარ მოსწონდა.
ვინ იყო გიორგი შაქარაშვილის შეყვარებული და რა მოსწერა საბედისწერო დაბადების დღემდე რამდენიმე დღით ადრე
გაზაფხულზე გაყიდა მისი კუთვნილი „სამსუნგის“ ფირმის „გალაქსი S8“.
როგორც ჩანს, მომხდარმა მარიამ ხატისკაცის გიორგისადმი განწყობა შეცვალა. მარიამმა ინსტაგრამზე გიორგისთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა წარწერით:
„you are in my heart and i love you more than ever. შენ ჩემს გულში ხარ და მიყვარხარ ისე, როგორც არასდროს“, – წერს მარიამ ხატისკაცი.
შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის საქმეში უკვე 18 ტომია, სადაც ურთიერთგამომრიცხავი და რამდენჯერმე შეცვლილი ჩვენებებია. ექსპეტიზის დასკვნის მიხედვით, გიორგი ასფიქსიის შედეგად გარდაიცვალა. დაკავებულია 17 პირი, თუმცა ვარაუდობენ, რომ შესაძლოა მათი რიცხვი გაიზარდოს.