მომღერალ მამუკა ონაშვილის დისშვილი, თეონა უსტიაშვილი საზოგადოებას თანადგომისთვის მადლობას უხდის და მამუკა ონაშვილის მდგომარეობასთან დაკავშირებით ბოლო ცნობებს უზიარებს მოქალაქეებს.
მისი ცნობით, მდგომარეობა ამ დროისთვის ისევ სტაბილურად მძიმეა.
“ბოდიშს გიხდით რომ პირად შეტყობინებებზე ვერ გპასუხობთ .
ძალიან დიდ მადლობას გიხდით გამხნევებისთვის და თბილი სიტყვებისთვის
ვიცი, მჯერა, რომ მალე გამოძვრება ამ მდგომარეობიდან ეს უკეთილესი ადამიანი, ჩემი ყველა სურვილის ამსრულებელი, კეთილი ჯინი Mamuka Onashvili ! მალე დასრულდება ეს კოშმარი!
ახლა რაც შეეხება მოცემულობას – ამ დროისთვის მდგომარეობა ისევ სტაბილურად მძიმეა
წნევა არ რეგულირდება
აქვე მინდა მამუკას და ჩვენი ოჯახის სახელით სამძიმარი გამოვუცხადო ამავე ავტოსაგზაო შემთხვევაში დაღუპულის ოჯახს
მადლობა”, – წერს თეონა უსტიაშვილი.
შეგახსენებთ, ავარიაში დაშავებულ მამუკა ონაშვილს გუშინ ჩაუტარდა პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია. რაც შეეხება ავარიის დეტალებს, ონაშვილის მეგობრების ინფორმაციით, ავარიისას ონაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, შეჯახების შემდეგ კი მანქანა ამობრუნდა.
“წნევას ვერ ურეგულირებენ…” – ბოლო ინფორმაცია მამუკა ონაშვილის მდგომარეობაზე და ავარიის დეტალები