LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“წნევას ვერ ურეგულირებენ…” – ბოლო ინფორმაცია მამუკა ონაშვილის მდგომარეობაზე და ავარიის დეტალები

8678
ონაშვილიმამუკა

ავარიაში დაშავებული მამუკა ონაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა და მომღერალი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მას პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში ოპერაცია ჩაუტარდა.

კლინიკაში შეკრებილი მომღერლის მეგობრები ექიმებზე დაყრდნობით ავრცელებენ მის ამჟამინდელ მდგომარეობაზე ინფორმაციას და ამბობენ, რომ მაღალი წნევა აქვს და მისი დარეგულირება უწევთ.

“მამუკა ონაშვილი აპარატზეა მიერთებული. ცუდ მდგომარეობაშია, თუმცა მთლად უიმედოზე არ არის. წნევას ვერ ურეგულირებენ, ძალიან მაღალი წნევა აქვს. სიტუაცია არის მძიმე, ყველაფერი გაკეთდა, მაღალი წნევა აქვს, წნევა თამაშობს, 3 პრეპარატით ვიჭერთ წნევასო, დაძინებული ჰყავთ, ხელოვნურ სუნთქვაზე, რომ ორგანიზმი მშვიდ მდგომარეობაში იყოს და წნევა დაარეგულირონ. კუჭზე ჰქონდა ნახეთქი, ნაწლავები იყო დაზიანებული და ხერხემლის მალებია გაბზარული, ოპერაცია ჩაუტარდა. პოსტ ოპერაციაა, რომ წნევა დაურეგულირონ. რომ მოიყვანეს კონტაქტური იყო, ექიმმა თქვა”- ამბობენ კლინიკაში მყოფი ბესო ჩუბინიძე და დათო როსტომაშვილი.

რაც შეეხება ავარიის დეტალებს, ონაშვილის მეგობრების ინფორმაციით, ავარიისას ონაშვილი მძღოლის გვერდით იჯდა, შეჯახების შემდეგ კი მანქანა ამობრუნდა.

“ღამის 2 საათზე, ნატახტართან მოხდა ძალიან მძიმე ავარია, მამუკა ონაშვილი მოყვა ავარიაში. საჭესთან იჯდა მისი მეგობარი. მამუკა გვერდით იჯდა, მანქანა არის მარცხნივ, მძღოლის მხარეს დაჯახებული, რის შემდეგაც მანქანა გადაბრუნდა. მათ დაეჯახა ავტომანქანა, რომლის 22 წლის მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა. მისი მგზავრი კარგად არის. მამუკა ონაშვილის მანქანის მძღოლი ნორმალურადაა”- ამბობენ მეგობრები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები