LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მხდალებო და უსუსურებო, გამოდით და თქვით, ვინ გაიმეტა ასე სასტიკად ეს ანგელოზი ბავშვი?!.“

2034
nankametonidzedzowenidze

საქართველოს პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის ექსპერტიზის პასუხი გამოაქვეყნა და დაკავებულების ბრალიც დაამძიმა, უკვე არსებულ მუხლებს დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განხორციელებული განზრახ მვკლელობის მუხლიც დაემატა. როგორც დასკვნაშია ნათქვამი, გიორგი შაქარაშვილს დაზიანებები აქვს მიყენებული, მისი გარდაცვალების მიზეზი კი წყლით გამოწვეული ასფიქსიაა.

სოციალურ ქსელში ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნებამ დიდი რეზონანსი გამოიწვია. გთავაზობთ რამდენიმე ცნობილი სახის მოსაზრებას.

ნანკა კალატოზიშვილი:

გიორგი, ეს ახალგაზრდა, საოცრად ნათელი თვალებით ბიჭი, უყურებ ამდენი დღეა როგორ ვითარდება მოვლენები, როგორ არ იყო წაყენებული მუხლი, თუნდაც თვითმკვლელობამდე მიყვანა, როცა უბრალოდ სახლში აღმოჩენილ გარდაცვლილზეც პირველი ამას აკეთებენ, რამდენი დაზიანება ჰქონდა და როგორი ნაცემი იყო, რაც ექსპერტიზამაც დაადასტურა, რამდენი დღე არ ამოიღო არავინ ხმა, როგორ გააგრძელეს მის გარეშე გართობა და არც იცი, ვინ უნდა დაადანაშაულო, ყველამ ერთად როგორ გასწირა? მსგავსი გულგრილობა ძალიან საშიშია, ძალიან…

ნინო ძოწენიძე:

მხდალებო და უსუსურებო, გამოდით და თქვით, ვინ გაიმეტა ასე სასტიკად ეს ანგელოზი ბავშვი, ან როგორ გძინავთ ღამე და გული არ გისკდება და ეს ფსევდოსამეგობრო კიდევ მაგიჟებს, რატომ აქვთ ენა ჩაგდებული და როგორ შეძლეს და გააგრძელეს ქეიფი, ვითომ არაფერი მომხდარა… სასწრაფოდ მოვითხოვ, როგორც ამ ქვეყნის ერთი რიგითი მოქალაქე, რომ რაც შეიძლება მალე გამოიძიონ ეს საქმე და დაისაჯონ დამნაშავეები, რომ იქ მაინც დაისვენოს ამ საოცარი ბიჭის სულმა.

გიორგი ნაზღაიძე:

„ათას ცოცხალსა ბევრჯერა ასჯერ სჯობს ერთი მკვდარია“.

ვაჟა-ფშაველა

იმედს ვიტოვებ, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმეც ისევე არ წარიმართება, როგორც სხვა არასულწლოვანების წარსულში გამოუძიებელი საქმეები!!

პ.ს. უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, ყველა ის პირი, ვისაც კი რაიმე შეხება აქვს ამ საქმესთან და არ თანამშრომლობს. მკვლელებზე აღარ ვსაუბრობ, თუ რისი ღირსნი არიან!!!

სიკვდილით დასჯა მათვის ფუფუნება იქნებოდა!!!“

ნატო დუმბაძე:

„დაიდო ექსპერტიზის დასკვნა! ღმერთო, რა ცხოველი უნდა იყო? მართლა არანაირი სიტყვა არ მიესადაგება ამის ჩამდენს თუ ჩამდენებს! გაიქეცით ბოლომდე მოგყვებით არა ? ჩაყევით და მოკალით? თქვენ ხომ მოკალით და მისმა იქ მყოფმა მეგობრებმა კი მიწა მიაყარეთ და ისე მოკლით, ხო? ეს ხომ წამებაა, წამება! როგორ უნდა იცხოვროთ? როგორ უნდა უყუროთ თქვენს შვილებს? როგორ? როგორ და თქვენ ყველა ამის ჩამდენებიც, მხდალი და არაადამიანი მეგობრებიც ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა იწვოდეთ, აქაც და იქაც, სამუდამოდ! გიორგი, ალბათ, მაქედან რამდენ რამეს ხედავ და განიცდი, თუმცა ეგ სინათლე აქაურ სიბნელეს ჯობია!“