LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „სავარაუდოდ დაბადების დღეზე მივდიოდით და ფეხსაცმელი, რომელიც უნდა ჩამეცვა მავთულით გავკერე“ – გიორგი ნაზღაიძე ბავშვობაზე

646
2026-04-30_00-25-10_717350

გიორგი ნაზღაიძე ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემის სტუმარია, რომლის ეთერშიც ბავშვობა გაიხსენა.

როგორც ტელეწამყვანი გვიყვება, ბავშვობა სიყვარულში, თუმცა გაჭირვებაში გაატარა.

„იყო პატარა ბიჭი გიორგი, რომელიც სიყვარულში, თუმცა დიდ გაჭირვებაში იზრდებოდა. სკოლის ექსკურსიებზე არ დავდიოდი. ზუსტად არ მახსოვს, სადღაც, სავარაუდოდ დაბადების დღეზე მივდიოდით და ყავისფერი ფეხსაცმელი უნდა ჩამეცვა, რომელიც მავთულით გავკერე.

სწორედ ის პატარა ბიჭია გიორგი, რომელიც დღეს აქ ზის. ამ დროს დაახლოებით მეხუთე კლასში ვიქნებოდი. სიგარეტებს ვყიდიდი პატარა ჯიხურში და დღეში ორი ლარი მქონდა. სულ ვშრომობდი და ვმუშაობდი, რომ ოჯახს ზურგზე არ დავწოლოდი. აცნობიერებ, რომ შენს ოჯახს არ აქვს და არც ვალდებულები არიან შენი მოთხოვნები შეასრულონ“, – საუბრობს გიორგი ნაზღაიძე.

ვიდეო: „ეს იყო ნერვული, ეპილეფსიური გულყრები…ჩემი ოჯახი არსად მალავდა, გვერდში მედგა“ – გიორგი ნაზღაიძე

ვიდეო: „მიდიხარ და ეუბნები, რომ იცი რა შვილო, ეს არ არის მამაშენი, მე ვარ?“ თამუნა მუსერიძის კითხვას გიორგი ნაზღაიძე პასუხობს: „ყველას ვაზღვევინებ… მინდა, რომ ბავშვის უფლებები მოვიპოვო… ვუჩივლებ მასაც და მის მეუღლესაც!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g