LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,მხოლოდ სიმღერით შეუძლებელია უკრაინელთა დახმარება, ვფიქრობ, ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო” – მაია ჯაბუა და ეკა კახიანი

335
timthumb

მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, პირველ მარტს რადიო “ფორტუნას” და თათა სადრაძის გადაცემა “არტ-FM”-იც, რუსეთ-უკრაინის ომს მიეძღვნა. გადაცემას მომღერლები მაია ჯაბუა და ეკა კახიანი სტუმრობდნენ, რომელთაც საკუთარი აზრი დააფიქსირეს მიმდინარე მოვლენებზე.

მაია ჯაბუა: ვუერთდები მთელ მსოფლიოს და ჩემს წუხილს გამოვთქვამ მიმდინარე მოვლენების მიმართ, რადგან გაუმართლებელია ის სისასტიკე, რომელსაც რუსეთი მიმართავს ამ დღეებში. ძალიან გული მტკივა, რომ 21-ე საუკუნეში ასეთი მძიმე რეალობის წინაშე აღმოვჩნდით. ვუთანაგრძნობ და სოლიდარობას ვუცხადებ უკრაინელ ხალხს. რა თქმა უნდა, მუსიკოსებიც ვუერთდებით საერთო სულისკვეთებას, თუმცა მხოლოდ სიმღერით შეუძლებელია უკრაინელთა დახმარება, ვფიქრობ, ბევრად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო. ინიციატივა უნდა გამოვიჩინოთ რიგითმა მოქალაქეებმაც და მაქსიმუმი გავაკეთოთ უკრაინელების მხარდასაჭერად.

ეკა კახიანი: რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიო განიცდის და მეც მათ შორის. მოსვენება მაქვს დაკარგული, გათენებისთანავე საინფორმაციო გამოშვებას ვუსმენ ახალი ამბის გასაგებად. ვუთანაგრძნობ უკრაინელ ხალხს, რომელთა სითამამე და გამბედაობა მართლაც ძალიან დასაფასებელია. ყველას გამძლეობას და ამ სულისკვეთების ბოლომდე შენარჩუნებას ვუსურვებ. იმედი მაქვს სწორედ ეს ომი დაასრულებს ოკუპანტი რუსეთის რეჟიმს და მსოფლიო შვებით ამოისუნთქებს.

,,სიმღერა მივუძღვენი აფხაზეთის ომსაც და 2008 წლის მოვლენებსაც… სიმღერაში გადამაქვს ჩემი განცდა და ტკივილი, ახლაც ძალიან ვღელავ” – მაცაცო სებისკვერაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები