LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს: პოლონეთის პრეზიდენტი უმაღლეს რადაში

65
Untitled

„შემაშფოთებელი ხმები დადის, რომ უკრაინა პუტინის მოთხოვნების წინაშე დათმობაზე უნდა წავიდეს”, – ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ უმაღლეს რადაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მან აღნიშნა, რომ მხოლოდ უკრაინას აქვს უფლება საკუთარი მომავალი გადაწყვიტოს.

“არაფერი თქვენზე თქვენს გარეშე.

თუ უკრაინა შეწირული იქნება ეკონომიკური მიზეზების ან პოლიტიკური ამბიციების გამო – თუნდაც მისი ტერიტორიის სანტიმეტრი – ეს იქნება უზარმაზარი დარტყმა არა მხოლოდ უკრაინელი ერისთვის, არამედ მთელი დასავლური სამყაროსთვის”, – განაცხადა დუდამ უკრაინელ დეპუტატებისთვის მიმართვისას.

დუდა უკრაინის პარლამენტში, პირველი უცხო სახელმწიფოს მეთაურია, რომელიც ომის დაწყების შემდეგ უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს სიტყვით მიმართავს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g