LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოაქვს თუ არა შედეგი დასაქმების ფორუმებს?

106

დასაქმების ფორუმებისა და პროექტების მიუხედავად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით საქართველოში ახალგაზრდების 31,5% უმუშევარია.

როგორც „ფორტუნსა“ სააგენტო „ეიჩ არ ჯის“ დირექტორმა ნოდარ შურღაიამ განუცხადა, ბიზნესკომპანიების მიერ გამოქვეყნებული ვაკანსიების დიდ ნაწილში მოთხოვნა სწორედ ახალგაზრდებზეა.მისი თქმით, კომპანიებს გამოცდილი კადრები სჭირდებათ, კურსდამთავრებულებს კი შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვთ.

გარდა ამისა, როგორც შურღაია განმარტავს, დღეს ახალგაზრდები პირდაპირ მაღალ ხელფასს და კარგ პოზიციებს ითხოვენ, მათ უმრავლეობას შედარებით დაბალანაზღაურებად სამსახურში მუშაობა არ სურს. მისივე თქმით, ყველა ახალგაზრდამ მუშაობა ნებისმიერ პოზიციაზე უნდა დაიწყოს და მისი განვითარებაც ეტაპობრივად მოხდება.

რაც შეეხება დასაქმების ფორუმებს. როგორც „ეიჩ არ ჯის“ დირექტორი ამბობს, ყოველწლიური ფორუმების შემდეგ, დამამთავრებელი კურსის სტუდენტები ან კურსდამთავრებულები მინიმუმ სტაჟირებას მაინც იწყებენ, რის შემდეგაც ნაწილი კომპანიებში საქმდება კიდეც.

“მიუხედავად ამისა, მხოლოდ ფორუმები საკმარისი არ არის. ამისთვის თავად ახალგაზრდების სურვილი და მონდომებაა საჭირო, რომ კვალიფიკაცია აიმაღლონ და მუშაობის დაწყება პირდაპირ მაღალანაზღაურებადი სამსახურის მოთხოვნით არ სცადონ,”- აღნიშნა შურღაიამ.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, უმუშევრობის საერთო დონე ქვეყანაში, ბოლო მონაცემებით, 12,4%-ია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები