თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატის, მიხეილ რამიშვილის თქმით, პროკურატურამ მას მობილური ჩამოართვა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.
“მეგობრებო მობილური ტელეფონი და ნომერი ჩამომართვა პროკურატურამ…”, — წერს მიხეილ რამიშვილი.
შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატმა საქმის ახალ ფიგურანტზე ისაუბრა. მიხეილ რამიშვილის განცხადებით, დღეს, პროკურატურაში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის გამოკითხვის ოქმი მიიტანა, სადაც აღნიშნული პიროვნება დეტალურად აღწერს, თუ როგორ უგზავნიდა თამარ ბაჩალიაშვილს ფლეშკებს და აძლევდა გარკვეულ მითითებებს.