LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოგზაურობა და საინტერესო მსოფლიო რეკორდები – ,,ბონ ვოიაჟი”

131
records

მოგზაურობა ზოგისთვის ჰობი,ზოგისთვის თავგადასავალი,ზოგისთვის კი რეკორდების დამყარების საინტერესო საშუალებაცაა. ,,ბონ ვოიაჟი” მოგზაურობის დროს დამყარებული საინტერესომ რეკორდების ათეულს გაგაცნობთ.

1.  ACDC პირველი მუსიკალური ჯგუფია, რომელმაც შვიდივე კონტინენტზე გამართა კონცერტი და ეს მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში მოახერხა. 2013 წელს მათ კონცერტები ჩრდილოეთ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, აზიაში, აფრიკაში, ავსტრალიასა და სპეციალური კონცერტი ანტარქტიდაში მეცნიერებისთვის გამართეს.

2. რეკორდსმენი მოსახლეობა, რომელიც ყველაზე მეტ მანძილს გადის მატარებლით ყოველწლიურად, შვეიცარიელები არიან. ისინი საშუალოდ 2,077 კილომეტრს ფარავენ მატარებლით.

3. ყველაზე დიდი მანძილი ცხენით მქადაგებელ ეპისკოპოსმა ფრენსის ასბერიმ დაფარა, რომელმაც 1771-1815 წლებში ცხენით 425,000 კილომეტრი გაიარა.

4. ახალ ზელანდიელმა რობ ტონსონმა რეკორდი დაამყარა და სკეიტბორდით ყველაზე დიდი მანძილი დაფარა. მან მოგზაურობა შვეიცარიიდან დაიწყო და ჩინეთში,კერძოდ კი შანხაიში დაასრულა. საბოლოო ჯამში მან სკეიტბორდით 12,156 კილომეტრი გაიარა. მართალია მგზავრობისას  სხვადასხვა ტრანსპორტიც გამოიყენა, მაგრამ მისი სპორტული ინვენტარით გავლილი მანძილი რეკორდული აღმოჩნდა.

5. ირლანდიელმა ეამონ კევენიმ ყველაზე ხანგრძლივად იმოგზაურა ფეხსაცმლის გარეშე ფეხშიშველმა და ამით მორიგი რეკორდიც დაამყარა. მან დაიწყო მოგზაურობა კლარემორისში, მაიოს ოლქში 2016 წლის 1 მაისს და იმავე ადგილას დაბრუნდა 104 დღის შემდეგ, 2016 წლის 12 აგვისტოს.

6.ნორვეგიელი მეგობრების ტრიომ დაამსხვრია წინა მსოფლიო რეკორდი, როდესაც ერთ დღეში იმოგზაურა უმეტეს ქვეყნებში. ექსტრემალურმა მოგზაურებმა 39 წლის გუნარ გარფორსიმ, 42 წლის ტაი იანგმა და 38 წლის შივინდ ჯუპვიკიმ უკვე არსებული რეკორდი მოხსნეს და 24 საათში 19 ქვეყანას ესტუმრნენ.

7. პარკერ დის კოლორადოდან სასტუმროების გასაღები ბარათების მსოფლიოში ყველაზე დიდი კოლექცია აქვს. მის კოლექციაში ასეთი 540 ბარათია,რითაც რეკორდსმენების სიაშია.

8. ყველაზე ხანგრძლივი სატელევიზიო შოუ მოგზაურობაზე იტალიაში გადის სახელად, სერენო ვარიაბილე . შოუ 1978 წლის ნოემბერში დაიწყო და დღესაც აქტიურია. გადაცემის წამყვანია ოსვალდო ბევილაკვა, რომელიც ფაქტობრივად სულ მოგზაურობაშია.

9.რობერტ ვილერი არის მტკიცებულება იმისა, რომ არასოდეს არაფერია გვიან. გინესის რეკორდსმენი მამაკაცი ყველაზე ასაკოვანია,რომელმაც 85 წლის ასაკში კილიმანჯაროს მწვერვალის დაპყრობა მოახერხა. ყოფილი ფსიქოლოგიის პროფესორი ამას არ სჯერდება და გეგმავს 90 წლის იუბილეზე კიდევ ერთი რეკორდი დაამყაროს.

10. ერნი სმიტი აღიარებულია, როგორც მსოფლიოს უხუცესი მფრინავი.ერნიმ ცოტა ხნის წინ 101 წლის იუბილე  ფრენით აღნიშნა. ერნიმ გინესის რეკორდი დაამყარა 2016 წელს 98 წლის ასაკში. ის დაფრინავს მას შემდეგ, რაც 1946 წელს პილოტის ლიცენზია მიიღო.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები