მსოფლიოში გამორჩეული არქეოლოგიური ძეგლი ,,ინსტაგრამზე” თუ არა ათობით სათავგადასავლო ფილმში მაინც გექნებათ ნანახი. იორდანიის საგანძურის დათვალიერება ბევრი მოგზაურის ოცნებაა და მისი ასრულება უკვე ვირტუალურადაა შესაძლებელი. იორდანიის დედოფალმა Google–თან ითანამშრომლა და უნიკალური ტურიც ამის შემდეგ შეიქმნა.

პეტრას სანახავად უდაბნოს გავლა, მაღალი ტემპერატურის და ბევრი სხვა დისკომფორტის ატანა აღარაა საჭირო. ძეგლის დათვალიერებას თქვენივე სახლიდან, კომფორტულად მოკალათებული შეძლებთ. ამ ტურს კიდევ ერთი დადებითი მხარე აქვს, ნებისმიერი ადგილის მოახლოება და მისი ისტორიის დეტალური შესწავლაც იქნება შესაძლებელი. Google-მა ყველა მნიშვნელოვან წერტილს შესაბამისი სანიშნეები დაურთო.

მზად ხართ დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მისაღებად?!