LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომდევნო წელს რუსეთის ეკონომიკა სტაგნაციას განიცდის, წელს კი 10%-ით შემცირდება

81
a6059f1dc14b4eb08cf33fd70535873d

მომდევნო წელს, სავარაუდოდ, უკრაინის ეკონომიკა 25%-ით გაიზრდება, რუსეთის კი – სტაგნაციას განიცდის, – ამის შესახებ საუბარია EBRD-ის ანგარიშში, ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, EBRD-მა უკრაინის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი კიდევ 10 პროცენტული პუნქტით გააუარესა და წელს, ომში მყოფი ქვეყნის ეკონომიკის 30%-ით კლებას ელის. ეს პროგნოზი გათვლილია სცენარისთვის, რომლის მიხედვითაც ომი წელს დასრულდება.

EBRD -ის პროგნოზითვე, უკრაინა, რომელზეც ხორბლის გლობალური ექსპორტის 10%, სიმინდის 14% და მზესუმზირას ზეთის 37% მოდის, სავარაუდოდ, ვერ მოახერხებს სასოფლო-სამეურნეო მიწების 20%-30%-ის გამოყენებას.

„გარდა ომის პირდაპირი ზიანისა, სოფლის მეურნეობის წარმოებას აფერხებს საწვავის ნაკლებობა, ასევე თესლზე, სასუქზე და აღჭურვილობაზე წვდომის შემცირება”,- განაცხადა ბანკმა საკუთარ ანგარიშში.

EBRD -ის ანგარიშში მიმდინარე წელს რუსეთის ეკონომიკაზეც არის პროგნოზი გაკეთებული და წერია, რომ 2022 წელს რუსეთის ეკონომიკა 10%-ით შემცირდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g