LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მომხმარებელი ამბობს, რომ ლიტვურ პურში ვინტი აღმოაჩინა, კომპანია პროდუქტს შეამოწმებს

347
BeFunky-collage (2)

სოციალურ ქსელში მომხმარებელი ავრცელებს ინფორმაციას, რომ “ლიტვურ პურში” ე.წ. “ვინტი” აღმოაჩინა. ფეისბუქზე გავრცელებულ ამ ინფორმაციას თან ერთვის ფოტოებიც.

აღნიშნულთან დაკავშირებით “ფორტუნა” კომპანია “ლიტვურ საცხობს” დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პროდუქცია შემოწმებისთვის უკვე გამოთხოვილი აქვთ.

“გამოთხოვილი გვაქვს პროდუქტი შემოწმებისთვის, რომ გავუშვათ ლაბორატორიაში. რა თქმა უნდა, არ გავურბივართ პასუხისმგებლობას და ბოდიშს ვიხდით შექმნილი სიტუაციის გამო. აბსოლუტურ ღიაობას და მზაობას ვიჩენთ ნებისმიერი ტიპის შემოწმებისთვის ნებისმიერ დროს, შესაბამისად გამოძიება დაადგენს, რამდენად რეალურად დაფიქსირდა ეს ფაქტი”, – აცხადებს “ფორტუნასთან” “ლიტვური საცხობის” საზოგადოებასთან ურთიერთობის და მარკეტინგის მენეჯერი ცისია ამონაშვილი.

როგორც ცისია ამონაშვილი ამბობს, აღნიშნულ პირთან, რომელმაც ინფორმაცია გაავრცელა, კომუნიკაცია ჰქონდა და ის მზად არის მიაწოდოს პროდუქტი, რომელსაც ექსპერტიზაზე გაგზავნიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები