LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მორიგი მიწისძვრა თურქეთში – სად იყო ეპიცენტრი და რამდენი მაგნიტუდის ბიძგები დაფიქსირდა

1765
Rescuers work on a collapsed building after an earthquake in Elazig province, Turkey, January 24, 2020. Ihlas News Agency (IHA) via REUTERS ATTENTION EDITORS - THIS PICTURE WAS PROVIDED BY A THIRD PARTY. NO RESALES. NO ARCHIVE. TURKEY OUT. NO COMMERCIAL OR EDITORIAL SALES IN TURKEY.

გუშინ მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ თურქეთში, ცოტა ხნის წინ, 5,1 მაგნიტუდის სიმძლავრის ბიძგები დაფიქსირდა.  ეპიცენტრი კვლავ ქალაქ სივრიჯესთან მდებარეობს.

დამატებითი ინფორმაცია ამ ეტაპზე, არ ვრცელდება. ჯერ ცნობილი არაა დაზარალებულების შესახებ ინფორმაციაც.

თურქეთში, სტიქიური უბედურების ზონაში უკვე რამდენიმე საათია რაც სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ათეულობით ადამიანს ეძებენ. ცოტა ხნის წინ, ელაზიგის პროვინციაში გადაარჩინეს ქალი, რომელიც მიწისძვრის შემდეგ ნანგრევებში 17 საათი იმყოფებოდა. 

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მაშველებმა ორმოცამდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, მათ შორის ორსული ქალის, რომელიც ნანგრევებში 12 საათი იმყოფებოდა.

17 საათი ნანგრევების ქვეშ:თურქმა მაშველებმა კიდევ ერთი ქალი გადაარჩინეს, სამაშველო ოპერაცია გრძელდება

 მაშველებმა ნანგრევებიდან ორმოცამდე ადამიანის გადარჩენა მოახერხეს, მათ შორის ორსული ქალის, რომელიც ნანგრევებში 12 საათი იმყოფებოდა.

საავადმყოფოებში მკურნალობას 120-ზე მეტი დაშავებული გადის. 6,8 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა საღამოს საათებში ელაზიგის პროვინციაში მოხდა, რომელიც ანკარასთან 550 კილომეტრში მდებარეობს.

მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 22-მდე გაიზარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები