ავღანეთის ქალაქ ჯალალაბადში შეიარაღებულმა პირებმა დღეს ჟურნალისტი მალალაი მაივანდი და მისი მძღოლი მოკლეს.
ინფორმაციას ამის შესახებ СNN ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყანაში ჟურნალისტებზე ძალადობის მზარდ ტენდენციას.
2020 წელს მოკლეს 42 და დააკავეს 235 ჟურნალისტი
მაივანდი ქალთა უფლებების აქტიური დამცველიც იყო.
ეს არ არის თავდასხმის პირველი შემთხვევა მის ოჯახზე.
5 წლის წინ ჟურნალისტის დედა, რომელიც აქტივისტი იყო, ასევე შეიარაღებულმა პირებმა მოკლეს.
ჟურნალისტზე და მის მძღოლზე თავდასხმა დღეს განხორციელდა, როდესაც ისინი სამსახურში მიდიოდნენ.
ქალაქის იმ ტერიტორიაზე, სადაც ჟურნალისტი მოკლეს, ხშირია თავდასხმის ფაქტები „ისლამური სახელმწიფოს“ მხრიდან, თუმცა თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არ აუღია არც ერთ დაჯგუფებას.