LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2020 წელს მოკლეს 42 და დააკავეს 235 ჟურნალისტი

84
ჟურნალისტ

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციის“ მიერ გავრცელებულ ყოველწლიურ მოხსენებაში აღნიშნულია, რომ 2020 წელს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გასული წლის განმავლობაში მსოფლიოში 42 ჟურნალისტი მოკლეს.

ამავე მოხსენებაში ვკითხულობთ, რომ  2020 წელს საკუთარ საქმიანობასთან დაკავშირებით 235 ჟურნალისტი აღმოჩნდა ციხეში.

ამ სტატისტიკით, ჟურნალისტიკა სახიფათო პროფესიებს შორის რჩება, მაგრამ მოკლული ჟურნალისტების რაოდენობა ბოლო 16 წლის განმავლობაში ყველაზე მცირეა.

გასული წლის განმავლობაში ყველაზე მეტი ჟურნალისტი მექსიკაში მოკლეს, მეორე ადგილზე კი პაკისტანია, მესამეზე -ავღანეთი, რომელსაც ინდოეთი, ერაყი და ნიგერია მოჰყვებიან.

„ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაცია“, რომელსაც მსოფლიოს 150 ქვეყანაში 600 000 წევრი ჰყავს, ჟურნალისტების გარდაცვალების შემთხვევებს ბოლო 30 წლის განმავლობაში ყოველწლიურად აღრიცხავს.

ორგანიზაციის ინფორმაციით, აღნიშნული წლების განმავლობაში მსოფლიოში, საერთო ჯამში, 2 658 ჟურნალისტია მოკლული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g