LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოსახლეობის 70 პროცენტი თუ აიცრება, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა – გამყრელიძე

77
doctor making vaccination to the patient

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ კოვიდპანემიას მაშინ დავამარცებთ, თუ მოსახლეობის 70 პროცენტი აიცრება.

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ კოვიდპანდემიის დამარცხების მთავარი გზა გადის მოსახლეობის მასობრივ ვაქცინაციაზე. თუ აიცრება მოსახლეობის 70 პროცენტი, ეს ნიშნავს, რომ კოვიდპანდემია დამთავრდა“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მარტის დასაწყისამდე Pfizer-ის ვაქცინას ავითვისებთ – შემდეგ შემოვა AstraZeneca-ს საკმაოდ დიდი პარტია – ამირან გამყრელიძე

ამასთან, მისივე თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც საქართველოს მოეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“ და დიდი ალბათობით, ქვეყანა მას მარტის პირველ ნახევარში მიიღებს.

„პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით.პირველ ეტაპზე ქვეყანაში შემოვა „ფაიზერის“ ვაქცინა, 29 250 დოზა, ორჯერადი გაკეთებით. ეს არის დაახლოებით 14 500 ადამიანის დოზა. როგორც მაქვს ინფორმაცია, ვაქცინა შემოვა თებერვლის მეორე ნახევარში. ასევე უკვე დადასტურებულია, რომ შემდეგი ვაქცინა, რომელიც მოგვეწოდება, იქნება „ასტრაზენეკასი“, 180-დან 300 ათას დოზამდე და ეს იქნება დიდი ალბათობით, მარტის პირველ ნახევარში“,- აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g