LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მოვითხოვთ ქართული ოცნების დეპუტატების დასჯას” – აქცია საკრებულოსთან

80
zdbv b

თბილისის საკრებულოსთან აქცია გაიმართა, სადაც საზოგადოებრივი მოძრაობა “შეცვალეს” და ენმ  წევრებმა დეპუტატზე, ლევან ხაბეიშვილზე ძალადობა გააპროტესტეს და დაპირისპირებაში მონაწილე „ქართული ოცნების” დეპუტატების დასჯა მოითხოვეს.

„ჩვენ ვიკრებებით აქ, რათა პირველ რიგში მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ხაბეიშვილს და ვაიძულოთ ხელისუფლება, დასაჯონ ის ადამიანები, რომლებიც ამ ძალადობაში პირდაპირ იყვნენ ჩართული. ქვეყანა რეალურად იმართება ასლან აბაშიძის წესებით, როდესაც პოლიტიკურ ოპონენტებს უსწორდები ფიზიკურად. ასეთი პრაქტიკა უნდა დამთავრდეს და ბიძინა ივანიშვილის დასრულებასთან ერთად, რა თქმა უნდა, ეს პრაქტიკაც დასრულდება. ამ ეტაპზე უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა მაქსიმალურად მოხდეს ამ ადამიანების დასჯა, მაგრამ ამის იმედი რეალურად არ გვაქვს, ამიტომ უნდა მოხდეს ამ ადამიანების შერცხვენა საზოგადოების თვალში. ყველამ უნდა იცოდეს, რომ ესენი არიან მოძალადეები და მათთვის არ შეიძლება ხელისუფლებაში ყოფნა”, –  აცხადებს გიორგი კუპატაძე.

ფიზიკური დაპირისპირება საკრებულოში – ნაცემია ლევან ხაბეიშვილი (ვიდეო)

შეგახსენებთ, რომ  24 იანვარს თბილისის საკრებულოს „ქართული ოცნების” დეპუტატებსა და „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ლევან ხაბეიშვილს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. შემთხვევა გაერთიანებული კომისიის სხდომაზე მოხდა, რა დროსაც ენმ წევრს ლევან ხაბეისვილს “ქართული ოცნების” ერთ-ერთმა დეპუტატმა ჯერ თავში “წამოარტყა” შემდეგ კი დაპირისპირება ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა. დაპირისპირებასი მონაწილეობდნენ  ავთანდილ ცინცაძე, ირაკლი ზარქუა, გიორგი ჩაკვეტაძე და ალექსანდრე ხუჯაძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები