LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად: ევროპარლამენტარები

54
ევროპარლამენტი

ჩვენ გაკვირვებული და იმედგაცრუებულები ვართ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მოულოდნელი გადაწყვეტილებით, 19 აპრილის ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შესახებ, – ამის შესახებ საუბარია ევროპარლამენტარების – მარინა კალიურანდის, სვენ მიქსერის და ვიოლა ფონ კრამონის ერთობლივ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ შეთანხმება გზას უხსნის პოლიტიკური პოლარიზაციის შერბილებას და კანონის უზენაესობის განმტკიცებას საქართველოში, რომელიც მიმართულია ისეთ ძირითად საკითხებზე, როგორიცაა სასამართლო დამოუკიდებლობა, საარჩევნო სისტემის გაუმჯობესება ან ძალაუფლების გაზიარება პარლამენტში.

ევროპარლამენტარების განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების“ მტკიცება იმის შესახებ, რომ შეთანხმებამ შეასრულა თავისი მიზნები არარელევანტურია, რადგან მათივე მოსაზრებით შეთანხმება ხაზს უსვამს იმ რეფორმებს, რომლებიც უნდა გაგრძელდეს და გაძლიერდეს წლების განმავლობაში და არა მხოლოდ ეპიზოდურად.

ამავდროულად, ევროპარლამენტარების ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ არჩეულ ოპოზიციურ პარტიებს, რომლებმაც ხელი არ მოაწერეს ხელშეკრულებას, ასევე აქვთ დიდი წილი პასუხისმგებლობა ამ წარუმატებლობაზე. ევროპარლამენატრები აგრეთვე აფასებენ იმ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებას, რომლებმაც ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას და კვლავ განაგრძობენ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

ევროკავშირის პარლამენტის წევრების ერთობლივი განცხადების მიხედვით, უზენაესი სასამართლოს დანიშვნებისა და ძალადობის შემდეგ, რამაც გამოიწვია „თბილისი პრაიდის“ გაუქმება, მმართველი პარტიის გუშინდელმა განცხადებამ კიდევ ერთი იმედგაცრუება გამოიწვია.

„ჩვენ მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, გააუქმოს თავისი გადაწყვეტილება და ჩვენ მოვუწოდებთ ყველა პოლიტიკურ პარტიას, იმუშაონ ერთად, კეთილსინდისიერად და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს შეთანხმების სრულყოფილად განხორციელება სიტყვით და არსით. ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ევროპარლამენტის მზაობას, გააგრძელოს მჭიდრო თანამშრომლობა საქართველოს პარლამენტთან დემოკრატიის მხარდაჭერით, მათ შორის ჟან მონეს დიალოგი, იმ პირობით, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები გამოხატავენ მზადყოფნას, კონსტრუქციულად ჩაერთონ ასეთ საქმიანობაში. საქართველოში დემოკრატიის წინსვლის წარუმატებლობით ისარგებლებს მხოლოდ ის, ვინც ეწინააღმდეგება მის ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზას“, – ნათქვამია განცხადებაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g