LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის ძლიერი მხარდაჭერა – საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადება

59
Untitled design (1)

“საფრთხის შემცვლელია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას” – ამის შესახებ აღნიშნულია უკრაინაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის განცხადებაში.

მედიის წარმომადგენლებს მიმართვა დღეს ბრიფინგზე, კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ გააცნო.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ საქართველო შეშფოთებულია აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით და კიდევ ერთხელ ადასტურებს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმარ:

“ღრმად ვართ შეშფოთებული აღმოსავლეთ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების მუდმივი დარღვევით, ყირიმსა და უკრაინის აღმოსავლეთ საზღვრებთან რუსეთის სამხედრო ძალის მასშტაბური მობილიზებით და კრემლის აგრესიული რიტორიკით. საფრთხის შემცვლელია რუსი მაღალჩინოსნების საჯარო განცხადებები, რომლებიც ძირს უთხრის, როგორც უკრაინის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე მის უსაფრთხოებასა და სტაბილურობას. საქართველოს და უკრაინას განსაკუთრებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ და, შესაბამისად, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.” – აღნიშნა სამხარაძემ.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი მიესალმება ნატო-სა და უკრაინას შორის ურთიერთობის გაღრმავებას და მხარს უჭერს შავი ზღვის რეგიონში ალიანსის გაზრდილ ჩართულობას, რომელსაც სტაბილურობის გარანტად მიიჩნევს.

ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, მიმდინარე მოვლენები სერიოზულ საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ უკრაინას, არამედ მთლიანად შავი ზღვის რეგიონს და ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურას.

კომიტეტი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, გააგრძელოს უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ძლიერი მხარდაჭერა რუსეთის აგრესიისა და დესტრუქციული ქმედებების წინააღმდეგ.

პოპულალურები