„ფორტუნა“ გთავაზობთ თამარ გაგოშიძის ინტერვიუდან ნაწყვეტს, სადაც ფსიქოლოგი მშობლების არასწორ პრიორიტეტებზე საუბრობს.

„ჩვენ ვართ მატერიაზე მიწებებული, მშობლები 24 საათი მუშაობენ, რომ შვილი უზრუნველყონ, ამაში არ არის ბედნიერება.

ერთმა უცხოელმა პროფესორმა, როცა ნახა ჩვენთან ახალგაზრდები საკუთარი მანქანებით გადადგილდებიან, ჩემს ნაცნობ პროფესორს უთხრა, რა წარმატებული ახალგაზრდები გყოლიათო. როცა გაიგო, რომ ეს მანქანები არა ახალგაზრდების შრომით, არამედ ხშირ შემთხვევაში მშობლების მიერ არის შეძენილი, გაოგნდა, რადგან ასეთი რამ დაუშვებელია.

ამას მშობელი ვერ აცნობიერებს, უნდა რომ გაუკეთოს საკუთარ შვილს ყველაფერი, მაგრამ ამავდროულად უნდა შვილი მისი ოცნებებით ცხოვრობდეს, ყველაფერს უსრულებს და ასეთი ფორმით ერთგვარი გარიგება აქვს შვილთან“.

მსგავსი თემები