LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რა იღონონ, როდესაც ბავშვები ტელეფონთან და გაჯეტებთან არიან მიჯაჭვულები – თეა გოგოტიშვილის პასუხი

270
teagogotishvili

ფსიქოლოგმა თეა გოგოტიშვილმა ისაუბრა თემაზე, რამდენად მნიშვნელოვანია 5 წლის ასაკში ბავშვი მივაჩვიოთ დასვენებას დამოუკიდებლად. ასევე განმარტა, როგორ ჩავანაცვლოთ გაჯეტები სხვა ტიპის აქტივობებით.

„კაბის კალთას გამოკერებულ ბავშვებს ძალიან უჭირთ ეს თავიდან. ​თვითონ ბავშვს უჭირს ამ დროს, მშობელსაც უჭირს. ეს ურთიერთდამოკიდებული საკითხია. ჩვენ ჩვენს უახლოეს ადამიანებთან ორმხრივი კავშირი გვაქვს. თუ არ გვიშვებს ჩვენი ყველაზე ახლო ადამიანი, უამრავი რაციონალური ახსნა-განმარტება აქვს მშობელს, რატომ ვერ უშვებს ბავშვს მარტო. მიჯაჭვულობა არის დაბადებიდან ერთ წლამდე კარგი, მერე აუცილებლად უნდა მოხერხდეს ფსიქოლოგიური ჭიპლარის გადაჭრა ხუთ წლამდე.“

ბავშვი არ უნდა იყოს აბსოლუტურად განუკითხავ მდგომარეობაში. ეს სიტყვა ინდიფერენტული აღზრდის სტილს შეესატყვისება. ემოციურად გულგრილი დამოკიდებულება ისეთივე პრობლემას ქმნის, როგორსაც ​გადამეტებული მზრუნველობა. მშობლებს ხშირად აინტერესებთ, რა იღონონ, როდესაც ბავშვები ტელეფონთან და გაჯეტებთან არიან მიჯაჭვულები. ერთადერთი ალტერნატივა, რითაც ჩვენ შეგვიძლია ჩავანაცვლოთ ტელეფონის და კომპიუტერის მიმართ ინტერესი, არის ალტერნატიული საინტერესო და მიმზიდველი აქტივობები. მშობელს უჭირს ასაკის მიხედვით ისეთი აქტივობის შეთავაზება, რომელიც ბავშვს კიდევ უფრო საინტერესო ემოციურ შთაბეჭდილებებს შეუქმნის, ვიდრე ეკრანი“ – განაცხადა ფსიქოლოგმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები