მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემების მიხედვით, საქართველოდან 75,6 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელზე 11%-ით მეტია. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს, რაც 2018 წლის ანალოგიურ მონაცემზე 20%-ით მეტია.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების ათეულში მოწინავე ადგილები უკავია რუსეთს, უკრაინასა და ჩინეთს.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 51% (603762 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 3% (106855), პოლონეთი – 16% (3225982) და ჩინეთი – 12% (6060265).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 56% (570948), გერმანია – 34% (506565), ბელარუსი – 62% (2193257), ისრაელი – 85% (240893), ესტონეთი – 20% (559412), რუსეთი – 11% (47201598), მოლდოვა – 7090% (509018), ნიდერლანდები – 28% (81562), ჩეხეთი 98% – (66144), შვედეთი – 460% (64962), ბულგარეთი – 73% (32934), ავსტრალია – 16% (19756), კანადა – 12% (134850), მონღოლეთი – 38% (224652), და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (47201598), უკრაინა (8306807), ჩინეთი (6060265), პოლონეთი (3225982), ყაზახეთი (2958618), ბელარუსი (2193257), ლატვია (1089768), აშშ (603762), ლიეტუვა (570948) და ესტონეთი (559412).

10 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302-მა კომპანიამ განახორციელა.

მსგავსი თემები