ბრიტანელი და ამერიკელი მკვლევარების მიერ მომზადებულ, 2019 წლის მსოფლიოს ბედნიერები ქვეყნების ანგარიშში, რომელშიც 156 ქვეყანა მონაწილეობდა, მესამე საპატიო ადგილი ნორვეგიამ, მეორე – დანიამ, პირველი კი, გასული წლის მსგავასად, ისევ ფინეთმა დაიკავა.

მეცნიერების მტკიცებით, კონკრეტული ქვეყნის მოსახლეობის ბედნიერებას პირველ რიგში განვითარებული სოციალური მხარდაჭერა, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას სრული თავისუფლება და კორუფციის დაბალი დონე განსაზღვრავს.

ამასთანავე, კვლევებმა დაადასტურა, რომ მართალია, პლანეტაზე მოსახლეობის რაოდენობა იზრდება, მაგრამ ბედნიერ ადამიანთა რიცხვი კატასტროფულად კლებულობს. მეცნიერების დაკვირვებით, ბოლო ათწლეულში ადამიანებში მოიმატა მოწყენილობამ, მრისხანებამ და განგაშის გრძნობამ. აღსანიაშნავია, რომ მანამდე ნეგატიური განწყობა მხოლოდ აფრიკისა და აზიის ქვეყნებში შეიმჩნეობა, ახლა კი, უარყოფითმა ემოციებმა მთელი მსოფლიო მოიცვა.

ნაკლებად ბედნიერ ქვეყნებში, რომელთა რიცხვს იემენი, ინდოეთი, სირია, ბოცვანა და ვენესუელა მიეკუთვნებიან, ადამიანებს ეკონომიკური, პოლიტიკური და სოციალური პრობლემებით გამოწვეული სტრესი აერთიანებთ, თუმცა როგორც აღმოჩნდა, არც ეკონომიკურად წარმატებულ ქვეყნებში არიან ადამიანები განსაკუთრებით ბედნიერი, რასაც მეცნიერები პირველ რიგში ნარკოტიკებზე, აზარტულ თამაშებსა და ციფრულ მედიაზე დამოკიდებულებით ხსნიან.

 

მსგავსი თემები