LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიები გამოავლინეს

frenatvitmf

მსოფლიოში ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების სია უკვე ცნობილია. AirlineRatings.com-ის ინფორმაციით, ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიების რეიტინგში ავსტრალიური ავიაკომპანია Qantas-ი ლიდერობს.

როგორც AirlineRatings.com-ის მთავარი რედაქტორი ჯეფრი ტომასი აცხადებს, Qantas-ი რეიტინგის დაარსების დღიდან, ყოველთვის ლიდერის პოზიციებზე იყო. მას 1951 წლის შემდეგ ავიაკატასტროფა არ უფიქსირდება.

რაც შეეხება სხვა ყველაზე უსაფრთხო ავიაკომპანიებს, TOP 20-ში  არიან: Air New Zealand, Alaska Airlines, All Nippon Airways, American Airlines, Austrian Airlines, British Airways, Cathay Pacific Airways, Emirates, EVA Air, Finnair, Hawaiian Airlines, KLM, Lufthansa, Qatar Airways, Scandinavian Airline System, Singapore Airlines, Swiss Airlines, United Airlines და Virgin group (Atlantic Australia).

აღსანიშნავია, რომ AirlineRatings.com-ის რეიტინგში დაბალბიჯეტიანი ავიაკომპანიებიც მოხვდნენ. მათთვის ვებგვერდმა ათეული შეადგინა.

„ლოუკოსტერების” TOP-10 ასეთია: Flybe, Frontier, HK Express, Jetblue, Jetstar Australia / Asia, Thomas Cook, Volaris, Vueling, Westjet და Wizz Air.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები