LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავარი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლოზე: რონალდო ვერ იტანს, გვარდიოლა იგებს

000_1BK2JE

ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დასრულდა.
1/8 ფინალის კენჭისყრა 17 დეკემბერს გაიმართება.
ჯგუფის პირველადგილოსნები განთესილები არიან, მეორეადგილოსნები არა.
1/8 ფინალში ვერ დაწყვილდებიან ერთი ქვეყნის წარმომადგენელი გუნდები და გუნდები,რომლებიც ერთ ჯგუფში გამოდიოდნენ.

ევროპა ლიგაზე გააგრძელებენ გამოსვლას: ”ბრიუგე”, ”ინტერი”, ”ნაპოლი”, „გალათასარაი”, ”ბენფიკა”, „შახტარი”, ”ვიქტორია პლზენი” და ”ვალენსია”.

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის საგზური ბოლოს ”ლიონმა” მოიპოვა.

”ჰოფენჰაიმმა”, რომელმაც ჯგუფურ ეტაპზე 11 გოლი გაიტანა, ჯგუფში ბოლო ადგილი დაიკავა. ეს მხოლოდ მესამე შემთხვევაა, როდესაც ჯგუფში ბოლო ადგილზე გავიდა გუნდი, რომელმაც 10+ გოლი გაიტანა (იქამდე მსგავსი შედეგი ჰქონდათ ”მონაკოს” 2000-01 წლებში და ”ოლიმპიაკოსს” 2002-03 წლებში).

 

ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირი ”ბაიერნის” ფორვარდი რობერტ ლევანდოვსკი გახდა. პოლონელმა ჯგუფური ეტაპი 8 გოლით დაასრულა და 2 გოლით გაუსწრო მეორეადგილოსან ლიონელ მესის.

პირველად 2014-15 წლების სეზონის შემდეგ ჯგუფური ეტაპის ბომბარდირი ვერ გახდა ვერც ლიონელ მესი და ვერც კრიშტიანო რონალდო.

რონალდომ ჯგუფური ეტაპი 1 გოლით დაასრულა. უკეთესი შედეგის ჩვენებაში მას ხელი რასაკვირველია პირველ ტურში მიღებულმა წითელმა ბარათმა შეუშალა. მიუხედავად ამისა, ეს რონალდოსათვის ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე ნაჩვენები ერთ-ერთი ყველაზე ცუდი შედეგია. უარესი სეზონი მას მხოლოდ 2008-09 წლებში ჰქონდა, როცა ჯგუფურ ეტაპზე გატანა საერთოდ ვერ შეძლო. ”რეალის” რიგებში თამაშისას პორტუგალიელმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის 49 მატჩში 55 გოლის გატანა მოახერხა.

პეპ გვარდიოლამ ჩემპიონთა ლიგის 10 სეზონიდან 9-ში თავისი გუნდი ჯგუფში პირველ ადგილზე გაიყვანა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები