LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მთავარია ახლა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს და მერე ვინმე ზემდგომებთან დაახლოებულმა პირმა იქნება იკითხოთ…” – რას წერს მფრინავი ეკატერინე ქვლივიძე ბორჯომის ხანძართან დაკავშირებით

890
ქვლივიძეხანძარზე

ბორჯომის მუნიციპალიტეტში მასშტაბურ ხანძარს რამდენიმე დღეა ებრძვიან.

აღნიშნულ ფაქტს ეხმაურება პირველი ქართველი სამხედრო მფრინავი ქალი ეკატერინე ქვლივიძე.

“მთავარია ახლა ხანძრის ლოკალიზება მოხდეს და მერე ვინმე ზემდგომებთან დაახლოებულმა პირმა იქნება იკითხოთ…

რა ჯდება სახანძრო-სამაშველო საავიაციო პარკის შექმნა დროული, მყისიერი და ეფექტური რეაგირებისთვის, თუ არსებობს სახელმწიფოში მსგავსად შესწავლილი პროექტი, თაროზე შემოდებული მაინც? სანამ ბრმად და ზედაპირულად გაიმეორებენ მინისტრები ფრაზას, “რა ვქნათ ძვირია”-ს, მანამდე რომელიმემ თუ ჩაატარა კვლევა, თუ დაინტერესდა ამ მიმართულებით, თუ შეკრიბა დარგის სპეციალისტები და თუ შეუძლია წარმოადგინოს კვლევის შედეგი?

რა გვიჯდება ამათ ხელში ყოვლად უპერსპექტივო ქართველებს მინისტრების შენახვა წლიურად? მათი საავტომობილო პარკით დავინტერესდეთ ჩაშლილად, მივლინების თანხებით, გაბერილი შტატებით და რესტორნებით…

და ბოლოს, რა ჯდება ეს დახმარება? ვქირაობთ? საიდან ვუხდით ფულს? უფასოდ გვეხმარებიან? ნაწილი იფარება მხოლოდ ღირებულების? ხელშეკრულება გვაქვს რამე ორმხრივი? გაასაჯაროებენ ანაზღაურებას? ჩვენებს რას ვუხდით ამ სამუშაოში, სხვისებს? (ანუ კარგად რომ ჩავწვდეთ კითხვების მნიშვნელობას, განა რატომ გვეხმარებიან?!.. არა ხალხო!!! რატომ დაგვჭირდა ეს დახმარება და რა დაგვიჯდა, როცა საკუთარის შექმნა ასე გვეძვირება!!!!)

ბარემ აქვე, გადამწვარი ტყის ფონდის, რესურსის ზარალიც მოვიკითხოთ, ინფორმაციის შემოსვლიდან შესაბამისი სამსახურების რეაგირების დრო, საფეხურეობრივად ეფექტურობის შეფასება, ოპერატიული ბრძანებების გამცემი პირები, გადაწყვეტილების მიღების სისხარტე, ჩართული პირების განათლება და კვალიფიციურობა და მერე მეექვსე-მეშვიდე კლასის მათემატიკის საფუძველზე დავიანგარიშოთ…. რა გვიჯდება მუქთახორა, არაპროფესიონალი მთავრობა!!!!

P.s. საგარეჯოში სამი დღეა უბნის წყალიც აღარ მოდის, ღმერთი არ გაგიწყრეთ, “ბიჩოკი” არავინ გაიქნიოთ უშნოდ, თორემ ყირიმის აეროდრომი მოგონება იქნება….

საზეპირო: – სახელმწიფო არცერთ სექტორში არ არის მზად შესაძლო გამოწვევებისათვის!!!”, – წერს ქვლივიძე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები