LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„მთავარმა არხმა“ პოლიტიკური გადაცემების განთავსების უფლება მიიღო

733
BeFunky-collage

ნიკა გვარამიას მთავარმა არხმა პოლიტიკური გადაცემების განთავსების უფლება მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას არხის გენერალური დირექტორი თავად ავრცელებს.

„ლიცენზია მოდიფიცირებულია!მთავარ არხს უკვე ოფიციალურად აქვს ახალი ამბების და პოლიტიკური თოქშოუების ტრანსლირების უფლება!

9ში 9 საათზე ვიწყებთ!

მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლება!“- წერს გვარამია სოციალურ ქსელში

,,9-ში, 9 საათზე ეთერში უნდა ვიყოთ, სხვა გზა არაა, ბოდიში მაყურებელს, თავიდან ალბათ,ბევრი ტექნიკური წუნი იქნება …”

კომუნიკაციების კომისიას „მთავარმა არხმა“ მაუწყებლობის ავტორიზაციის მოდიფიცირების თხოვნით 26 აგვისტოს მიმართა. კომისიამ შეისწავლა კომპანიის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც კანონის მოთხოვნებს სრულად აკმაყოფილებს და არხი უწყებრივ რეესტრში კერძო საერთო მაუწყებლად გაატარა.

არხის წარმომადგენლების განცხადებით, მაუწყებლობის დაწყება დღეს იყო დაგეგმილი, თუმცა ვინაიდან ავტორიზაციის მოდიფიცირება ვერ ესწრებოდა თარიღმა 9 სექტემბრამდე გადაიწია.

 

https://www.facebook.com/Mtavari.ge/videos/424741341476188/

 

მთავარი არხი მაუწყებლობას 9 სექტემბერს საღამოს 9 საათიდან დაიწყებს. ტელეკომპანია დროებით „იბერიის“ შენობაში განთავსდა.„რუსთავი 2“-დან წასულ იუმორისტთა ჯგუფს უკვე დაეწყო გადაცემების დაგეგმვის პერიოდი ახალ „მთავარ არხზე“. შეგახსენებთ, რომ „კომედი შოუს“ 50-კაციან გუნდს 13 სახე გამოაკლდა, მათ შორის არიან ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ნიკა გრიგოლია, თამარ ლეკვეიშვილი, თათია სულუაშვილი და სხვები.

„რუსთავი 2“-დან წასულმა იუმორისტებმა „მთავარ არხზე“ გადაცემების დაგეგვმა დაიწყეს (ფოტოები)

თამარ ლეკვეიშვილმა ახლახან სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა და დაწერა: „გადაცემების დაგეგმვა მთავარზე“

არხის პირველი სატესტო სიგნალი უკვე გაეშვა. ,,მთავარი არხის”  ჟურნალისტები დღეს უკვე ახალ ნიუსრუმში იმუშავებენ, პარალელურად მიმდინარეობს სტუდიის მონტაჟი.

,,მთავარი არხის” სამზადისი ეთერამდე: ,,გიჟებივით გავრბივართ რომ 9 სექტემბერს, თქვენთან შეხვედრაზე არ დავაგვიანოთ”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები