LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ავტოავარია ხდება

155
collage

მთავრობა იმ „შავი წერტილების“ იდენტიფიკაციას გეგმავს, სადაც ყველაზე მეტი ავტოსაგზაო შემთხვევა ფიქსირდება. როგოც მთავრობის მიერ დამტკიცებულ საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიის 2019 წლის სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული, ე.წ. „შავი წერტილების“ იდენტიფიცირების მეთოდოლოგიის დადგენის და მათი აღმოფხვრის მიზნით კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანა იგეგმება.

შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი უკვე მთავრობისთვის არის წარდგენილი.

ამ ცვლილებების განხორციელება, დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე წლის განმავლობაში იგეგმება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები