LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

არ შეიძლება ბავშვის კალთაში ჩასმა და ასე საჭესთან დაჯდომა! როდის უნდა მოვიშალოთ ეს კიდევ ერთი გრუზინული ტრადიცია?! – მერაბ მეტრეველი

421
merab-metrevelinews19

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. 

მომხდარ სოციალურ ქსელში ჟურნალისტი, მერაბ მეტრეველი ეხმაურება.

“აი, ამიტომ არ შეიძლება ბავშვის კალთაში ჩასმა და ასე საჭესთან დაჯდომა! როდის უნდა მოვიშალოთ ეს კიდევ ერთი გრუზინული ტრადიცია?! თან რომ გვგონია, ბავშვს კარგს ვუკეთებთ ამით. ?
“გორში ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა – ავტომობილს ბავშვის მამა მართავდა
გორის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 12 წლის მოზარდი გარდაიცვალა. გორი-ტყვიავის საავტომობილო გზაზე მოძრავი ოპელის მარკის ავტომობილი ხეს შეეჯახა, მანქანას ბავშვის მამა მართავდა. თვითმხილველების თქმით, მძღოლი არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა და მას მართვისას 12 წლის შვილი კალთაში ეჯდა.”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები