LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“მამა არაფხიზელ მდგომარეობაში მიუჯდა საჭეს, თან 12 წლის შვილი კალთაში ჩაისვა, 90-იანებში ვართ გადაბარგებულები” – მესხიშვილი გორი-ტყვიავის გზაზე მომხდარ ავარიაზე

318
BeFunky-collage (6)

გორის მუნიციპალიტეტ სოფელ ტყვიავთან ავტოსაგზაო შემთხვევას 12 წლის მოზარდი ემსხვერპლა. მომხდარს საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის პრეზიდენტი, დავით მესხიშვილი ეხმაურება.

„რამდენიმე საათის წინ გორში მოხდა: მამა არაფხიზელ მდგომარეობაში მიუჯდა საჭეს, თან 12 წლის შვილი კალთაში ჩაისვა, გააქანა ავტომობილი გორი-ტყვიავის გზაზე, ხეს შეახეთქა და მოკლა ბავშვი. ასეთია პირველადი ინფორმაცია. 90-იანებში ვართ გადაბარგებულები…

რამდენიმე წუთის წინ პოსტი დავწერე ავტოსაგზაო შემთხვევებზე, დავდე და უცებ ეს ინფორმაცია გავრცელდა. სიტყვები აღარ მაქვს უკვე” – წერს დავით მესხიშვილი.

“შუახევში დაღუპულზე ხმას რატომ არ იღებთ არცერთი? 3 ადამიანის დაღუპვა არ არის ტრაგედია?” – მესხიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g