LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მთავრობა მოქალაქეებს აძლევს სტიმულს, რომ აიღონ იპოთეკური სესხები და თან არ ვიცით ხვალ რა იქნება – გიორგი კეპულაძე

186
j50vxhrqhlqbvt0

„ხელოვნური ჩარევა არამგონია ეკონომიკურად იყოს წარმატებული“,- ამის შესახებ ,,საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელმა გიორგი კეპულაძემ „ფორტუნას“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მთავრობის მიერ ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და აღნიშნული პაკეტით მხოლოდ დეველოპერული სექტორი ნახავს სარგებელს.

„სავარაუდოდ დეველოპერული კომპანიების ლობისტებმა აქტიურად იმუშავეს, რომ მათ ეს საჩუქარი მიეღოთ. ეს არის ხელოვნური ჩარევა, ხელოვნურად შექმნილი მოთხოვნა უძრავ ქონებაზე და გარდა ამისა ამ გაურკვევლობაში მოქალაქეებს მთავრობა აძლევს სტიმულს, რომ აიღონ იპოთეკური გრძელვადიანი სესხები და თან, არ ვიცით  რა იქნება ხვალ.

ამიტომ ყოველთვის სჯობს ყველაფერი თავად ბაზარმა გააკეთოს. კრიზისის დროს სახელმწიფოს ახასიათებს ჩარევა ბიზნეს პროცესებში და გარკვეული სტიმულირების შექმნა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს არის არასწორი სტიმული. ვფქირობ რომ ამ ტიპის სუბსიდირებას აჯობებდა გადასახადების ნაწილში შეეტაანათ ცვლილებები. ხელოვნური ჩარევა არამგონია ეკონომიკურად იყოს წარმატებული“, – განაცხადა გიორგი კეპულაძემ.

საქართველოს მთავრობამ დღეს დეველოპერული სექტორის მხარდაჭრის ანტიკრიზისული გეგმა წარმოადგინა.

გეგმის მიხედვით, ყველას ვინც საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად 2020 წლის 1-ლი ივნისიდან აიღებს ლარის იპოთეკურ სესხს, მთავრობა საპროცენტო განაკვეთს 5 წლის განმავლობაში 4%-ით დაასუბსიდირებს. სესხის ზედა ზღვარი 200,000 ლარით განისაზღვრა. მთავრობის გეგმის მიხედვით, სახელმწიფო შეწყვეტს იპოთეკური სესხის სუბსიდირებას, თუ რეფინანსირების განაკვეთი ჩამოსცდება 5%-ს, განაახლებს იმ შემთხვევაში, თუ განაკვეთი ასცდება 5%-ს.

სახელმწიფო ასევე გასცემს გარანტიას იპოთეკურ სესხებზე.  გარანტიის ოდენობა არის 20%, შესაბამისად სახელმწიფო არის თანამსესხებელი. გარანტია გავრცელდება სესხებზე, სადაც თანამონაწილეობა აღემატება 10%-ს.

პროგრამის ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები